კონსტანსია კასტილიელი

კონსტანსია კასტილიელი (ესპ. Constanza de Castilla, ფრანგ. Constance de Castille; დ. 1136 — გ. 4 ოქტომბერი, 1160) — კასტილიისა და ლეონის მეფე ალფონსო VII-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ ბერენგარია ბარსელონელის შუათანა ქალიშვილი. საფრანგეთის დედოფალი 1154-1160 წლებში როგორც ლუი VII-ის მეორე მეუღლე. ინგლისის, ირლანდიის, უნგრეთისა და ხორვატიის დედოფალ მარგარიტა ფრანგის დედა.

კონსტანსია კასტილიელი
საფრანგეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1154
მმართ. დასასრული: 4 ოქტომბერი, 1160
წინამორბედი: ელეონორ აკვიტანიელი
მემკვიდრე: ადელ შამპანელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1136
გარდ. თარიღი: 4 ოქტომბერი, 1160, (23-24 წლის)
მეუღლე: ლუი VII, საფრანგეთის მეფე
შვილები: 1. მარგარიტა, ინგლისისა და უნგრეთის დედოფალი
2. ალისი, პუატიესა და ვექსენის ჰერცოგინია
მამა: ალფონსო VII, კასტილიისა და ლეონის მეფე
დედა: ბერენგარია ბარსელონელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კონსტანსია დაიბადა 1136 წელს. იგი იყო კასტილიისა და ლეონის მეფე ალფონსო VII-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ბერენგარია ბარსელონელის შუათანა ქალიშვილი. მან დედა მალევე დაკარგა, რის გამოც მამამისი მეორედ დაქორწინდა რიჩეზა პოლონელზე.

როგორც კი კონსტანსია წამოიზარდა მის გათხოვებაზე დაიწყეს ფიქრი. მისთვის შესაბამისი მეუღლის ძებნა გაჭიანურდა, თუმცა მას შემდეგ რაც საფრანგეთის მეფე ლუი VII დედოფალ ელეონორ აკვიტანიელს გასცილდა, კასტილიელებმა დრო იხელთეს და იგი ლუიზე დანიშნეს. ლუისა და ელეონორს მართალია ორი შვილი ჰყავდათ, მაგრამ ორივე გოგონა, მეფეს კი ვაჟი სჭირდებოდა და თუ მას კონსტანსია გააჩენდა, ამით იგი უდიდეს ძალაუფლებას მიიღებდა. 1154 წელს ლუი და კონსტანსია დაქორწინდნენ, რითაც იგი საფრანგეთის დედოფალი გახდა. მალევე სამეფო წყვილი ძალიან დაახლოვდა და შეუყვარდა ერთმანეთი.

1157 წელს დედოფალმა პირველი გოგონა გააჩინა, თუმცა იგი თავის მეორე მშობიარობას გადაჰყვა 1160 წლის 4 ოქტომბერს, 23-24 წლის ასაკში. ვინაიდან მან ვაჟი ვერ გააჩინა, მისი ქმარი კონსტანსიას გარდაცვალებიდან სულ ხუთ კვირაში მესამედ დაქორწინდა ადელ შამპანელზე, რომელმაც ვაჟი და გოგონა გაუჩინა.

დედოფალი კონსტანსია დაკრძალულია სენ დენის ბაზილიკაში, პარიზში.

  1. მარგარიტა (1157—1197), პირველად ცოლად გაჰყვა ინგლისისა და ირლანდიის მეფე ჰენრი ახალგაზრდას, ხოლო მეორედ უნგრეთისა და ხორვატიის მეფე ბელა III-ს, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  2. ალისი (1160—1220), სწორედ მისი მშობიარობას გადაჰყვა კონსტანსია, ცოლად გაჰყვა პუატიესა და ვექსენის ჰერცოგ უილიამ IV-ს, რომელთანაც შეეძინა მხოლოდ ერთი ქალიშვილი, პუატიეს გრაფინია მარი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Bouchard, Constance (2001). Those of My Blood: Creating Noble Families in Medieval Francia. University of Pennsylvania Press.
  • Bradbury, Jim (2007). The Capetians. Hambledon Continuum.
  • Jaritz, Gerhard; Szende, Katalin, eds. (2016). Medieval East Central Europe in a Comparative Perspective. Routledge.
  • Warren, W.L. (1978). King John. University of California Press.