კონსო
კონსო (აგრეთვე ცნობილი როგორც კარატი) — პატარა ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ ეთიოპიაში, მდინარე საგანზე, ზღვის დონიდან 1650 მეტრზე. კონსოს სპეციალური ვორედის (ეთიოპიის სახელმწიფოს ადმინისტრაციული დანაყოფი) ადმინისტრაციული ცენტრია და შედის სამხრეთის ერების, ეროვნებების და ხალხების რეგიონში.
კონსოს კულტურული ლანდშაფტი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ეთიოპია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii, v |
სია | [1] |
რეგიონი** | აფრიკა |
კოორდინატები | 51°15′00″ ჩ. გ. 37°29′00″ ა. გ. / 51.25000° ჩ. გ. 37.48333° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2011 (35-ე სესია) |
ნომერი | 1333 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1333 ინგლ. • რუს. • ფრ. |
კონსო, რომელსაც სახელი კონსოს ხალხისგან ეწოდა, ცნობილია თავისი რელიგიური ტრადიციებით, ვაგას სკულპტურებითა და სამარხებით (ადრეული ჰომინიდების). 1997 წლიდან ქალაქი შესული იყო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში, 2011 წელს იგი უკვე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა.
როგორც ეთიოპიის სტატისტიკის ცენტრალური სააგენტო იტყობინება, 2005 წელს ქალაქის სავარაუდო მოსახლეობა 4593 ადამიანს შეადგენდა, 2258 კაცს და 2335 ქალს. 1994 წლის ოფიციალური აღწერის მონაცემებით კი ქალაქში 2535 ადამიანი ცხოვრობდა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Kuyo Kutano plays Konso music
- The People of Konso დაარქივებული 2006-06-23 საიტზე Wayback Machine.
- Konso-Gardula (paleo-anthropological site) - UNESCO World Heritage Centre Retrieved 2009-03-19.
- Strawberry Fields Eco-Lodge website