კინოქალაქი რამოჯა
კინოქალაქი რამოჯა (ტელუგუ రామోజీ ఫిలిం సిటీ, ინგლისურად Ramoji Film City) —კინოსტუდია ინდოეთში, ქალაქ ჰაიდარაბადთან.ფართობი თითქმის 2000 ჰექტარია. ეს არის ყველაზე დიდი კინოქალაქი მსოფლიოში. გინესის მსოფლიო რეკორდების მიერ აღიარებულია, როგორც ყველაზე დიდი სტუდიური კომპლექსი, ის გრეთვე პოპულარული ტურიზმისა და დასვენების ცენტრია, რომელიც შედის ბუნებრივი და ხელოვნური ღირშესანიშნაობები, მათ შორის, გასართობი პარკი. ადგილს ყოველწლიურად დაახლოებით 1,5 მილიონი ტურისტი სტუმრობს როგორც ინდოეთიდან, ასევე მთელი მსოფლიოდან.[1][2]
კინოსტუდია დაარსდა 1996 წელს ტელუგელი ფილმის პროდიუსერისა და მედია მაგნატ რამოჯი რაოს Ramoji Group- ის ხელმძღვანელის მიერ, რომელსაც სურდა ჰოლივუდის მსგავსი კომპლექსის გაშენება. სტუდიის საერთო ფართობი 674 ჰექტარს აღწევს [2], სადაც განთავსებულია 500 გადასაღები მოედანი, 50 – მდე დახურული ფილმის პავილიონი, მსოფლიოში ყველაზე დიდი გადასაღები მოედანი აღჭურვილია ყველაფრით, რაც აუცილებელია ცნობილი ინდური ფილმების შესაქმნელად. ბუნებრივი გადასაღები ლოკაციები, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები, ავთენტური კინოკომპანიები. კინოთეატრის უზარმაზარი ინფრასტრუქტურაში ასევე შედის: ჩვეულებრივ მაკეტები და მზა დეკორაციები, არქიტექტურული ობიექტების იმიტაციები, მათ შორის, აეროპორტისა და საავადმყოფოს ასლები, ხელოვნურ ჩანჩქერები, ინდუისტური ტაძრები, ეკლესიები და მეჩეთები, სასახლის ინტერიერი და მოხვეული ავტომაგისტრალიც კი. კომპლექსში ყველანაირი თანამედროვე ტექნოლოგიაა ფილმის გადასაღებად : კამერები და გადასაღები ტექნიკა, კოსტიუმები და რეკვიზიტები, ყველაზე თანამედროვე აღჭურვილობა და უახლესი აპარატურა კინო და ტელე გადაღებებისათვის წარმოებისთვის და პოსტ – წარმოებისთვის. 47 ხმის სტუდია. აქ არის სასადილოები, სასტუმროები და საცხოვრებელი კომპლექსები გადაღებებში მონაწილე მსახიობებისთვის, გადამღები ჯგუფის პერსონალისა და ტურისტებისთვის, რკინიგზის მაგისტრალი.კომპლექსის ტერიტორიაზე იაპონური და რამდენიმე თემატური ბაღია, მრავალფეროვანი მცენარეებით, სხვადასხვა ფრინველის სახეობის ჰაბიტატები, პეპლების პარკი, ყველანაირი ატრაქციონი, მაღაზიები.კინოქალაქი რამოჯა ასევე მასპინძლობს სხვადასხვა შოუებსა და სპექტაკლებს. მთელ ოჯახს შეუძლია ეწვიოს კინოსტუდიას.[3]
კინოსტუდიაში არის სამი მაღალტექნოლოგიური ცენტრი:
- Symphony - აუდიო პოსტპროდუქციისთვის, ხელმისაწვდომია ADR (დიალოგის ავტომატური ჩანაცვლება) და თანმხლები DSP (სიგნალების ციფრული გადამუშავება) ციფრული აუდიო სადგურით;
- Mantra - ციფრულ კინემატოგრაფიული აღჭურვილობა ფერის კორექციისთვის, ვიზუალური ეფექტების დამატების, მხატვრული ფილმების სატელევიზიო და DVD ფორმატებში გადაკეთებისთვის;
- Rainbow - მსოფლიო კლასის სრულად ავტომატიზირებული კინოლაბორატორია ფერადი და შავი-თეთრი ფილმებისათვის.
სტუდიაში გადაღებულია ფილმები სხვადასხვა ენებზე, მათ შორის ტელუგუ, ჰინდი, მალაიალამი, ტამილური, კანადა, ორია, მარათჰი, ბენგალური, ბოჯპური, გუჯარათი და ინგლისური. [4] Ramoji Film Studio- ს ასევე იყენებენ დამოუკიდებელი ამერიკელი კინემატოგრაფისტები, რომელთაც სურთ დაზოგონ თანხები, ვინაიდან აქ ფილმების წარმოების ღირებულება დაახლოებით 30% -ით ნაკლებია, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში[5]. რამოჯი შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიოს უდიდესი კინოსტუდიის კომპლექსი [6][2]. 2007 წელს სტუდიას მიენიჭა Golden Pony ჯილდო გასართობ ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისათვის ინოვაციებისა და ხარისხის სრულყოფის მხრივ. [7]
გალერეა
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Nathan, Archana (6 February 2018). "At Ramoji Film City in Hyderabad, everything is about show business (and not just for filmmakers)". Retrieved 1 May 2018.
- ↑ 2.0 2.1 2.2 "Largest film studio". Guinness World Records.
- ↑ "Ramoji Film City - India's Only Thematic Holiday Destination". www.ramojifilmcity.com. Retrieved 3 September 2017.
- ↑ Reith-Banks, Tash (29 January 2019). "Tollywood confidential: inside the world's biggest film city"[მკვდარი ბმული]. The Guardian. ISSN 0261-3077[მკვდარი ბმული]. Retrieved 25 June 2020.
- ↑ Md (6 July 2006). "Ramoji Film City may lose land to ORR - Hyderabad - City - The Times of India"[მკვდარი ბმული]. The Times of India. Retrieved 6 September 2010.
- ↑ "Guinness World Records certifies Ramoji Film City as the World's Largest Film Studio Complex". Ramoji Film City. Archived from the original on 2 April 2008. Retrieved 8 April 2008.
- ↑ Ramoji Film City bags Golden Pony Award. The Hindu (21 November 2007)