კომპიუტერის მეხსიერება

კომპიუტერის მეხსიერებას ხშირად უწოდებენ საცავს ან მეხსიერებას, ეს არის ტექნოლოგია რომელიც კომპიუტერის შემადგენელი ნაწილია და გამოიყენება ციფრული მონაცემების დასამახსოვრებლად. ეს არის კომპიუტერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი.

1 გიგაბაიტიანი SDRAM პერსონალურ კომპიუტერში. პირველადი მეხსიერების მაგალითი
40 გიგაბაიტიანი PATA მყარი დისკი

თანამედროვე ხმარებაში, ჩვეულებრივ მეხსიერება არის ნახევრადგამტარი საცავი ჩაწერა-წაკითხვის ფუნქციით, როგორც DRAM (Dynamic-Ram) ან რომელიმე სხვა ფორმის სწრაფი, მაგრამ დროებითი მეხსიერება. მეხსიერება შედგება მეხსიერების სქემებისაგან და მათი მედია პირდაპირ არ უკავშირდება CPU-ს.

ჩვეულებრივ მყარი დისკი, ოპტიკური დისკი და სხვა მსგავსი მოწყობილობები უფრო ნელია ვიდრე RAM-ი.

ისტორიულად მეხსიერებას უწოდებდნენ გულს, შიგნეულობას, მთავარ მეხსიერებას, ნამდვილ მეხსიერებას ან შიდა მეხსიერებას, სანამ მეხსიერების მექანიზმი გადაიქცა მეორეხარისხოვან მეხსიერებად, გარე მეხსიერებად, ანუ დამხმარე მეხსიერებად.

კომპიუტერის არქიტეექტურაში არის ფუნდამენტური განსხვავებები. ტექნიკური განსხვავებები არის ასევე მეხსიერებასა და მასიურ მეხსიერებას შორის.

მეხსიერების ბევრი სხვადასხვა ფორმა დაფუძნებულია სხვადასხვა ნატურალურ ფენომენზე. არც თუ ისე დიდი ხნის წინ არსებობდა არაპრაქტიკული საშუალო მეხსიერება და მეხსიერების ყველა ფორმას ჰქონდა დაბრკოლება. ამიტომ კომპიუტერი ახლა შეიცავს სხვადასხვა სახის მეხსიერებას, და თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი დანიშნულება.

თანამედროვე ციფრული კომპიუტერი წარმოადგენს მონაცემებს, რომელიც იყენებს ორობით რიცხვით სისტემას. ტექსტური ჩანაწერები, ციფრები, აუდიო ჩანაწერები და მათი მსგავსი ინფორმაციები იწერება და იზომება ბიტებში. ყველაზე მარტივი ჩანაწერი მეხსიერებაში არის ბაიტი, რომელიც უდრის 8 ბიტს.

ინფორმაციის ნაწილი ხელმისაწვდომია ნებისმიერი კომპიუტერისთვის რომლის მეხსიერება საკმარისია იმისთვის, რომ მასში მოათავსოს ინფორმაციის ნაწილი ან უბრალო მონაცემი.

მაგალითად შექსპირის მთლიანი ნაშრომი, რომელიც არის დაახლოებით 1250 გვერდი თუ ამოვბეჭდავთ, შეგვიძლია ჩავწეროთ მეხსიერებაში რომელიც დაიკავებს ადგილს 5 მეგაბაიტის (40 მილიონ ბიტს) სათითაო ბაიტის მეშვეობით.

ცენტრალური გადამამუშავებელი ერთეული (central processing unit) (CPU) არის კომპიუტერის განსაზღვრული კომპონენტი, რადგან ის მართავს მონაცემებს, ახდენს გამოთვლებს და აკონტროლებს სხვადასხვა კომპონენტებს კომპიუტერში. ჩვეულებრივი კომპიუტერების არქიტექტურის უმრავლესობაში, CPU შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან: მართვის ერთეული და არითმეტიკული ლოგიკის ერთეულისგან (ALU).

მნიშვნელოვანი მეხსიერების რაოდენობის გარეშე კომპიუტერს მარტივად შეუძლია შეასრულოს მუდმივი ოპერაციები და მოგცეს შესაბამისი შედეგი. ეს დასაშვებია კომპიუტერული მექანიზმებისთვის, როგორიცაა კალკულატორი, ციფრული სიგნალის პროცესორი და სხვა ამგვარი მექანიზმებისთვის.

პრაქტიკულად ყველა კომპიუტერი იყენებს სხვადასხვა ტიპის მეხსიერებას, რომელიც მდებარეობს CPU-ს გარშემო. ჩვეულებრივ დაბალი მეხსიერება არის იერარქიაში (hierarchy), უფრო დაბალი კი გამტარუნარიანობაში და ყველაზე კარგი არის (access latency)-ში რომელიც მოდის CPU-დან. ეს ტრადიციული დაყოფა პირველხარისხოვან, მეორეხარისხოვან, მესამეხარისხოვან მეხსიერებად ხდება ბიტების საშუალებით

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება