კომეტა 1882
1882 წლის დიდი სექტემბრის კომეტა (C/1882 R1) — იყო ციური ობიექტი, რომელიც გამოირჩეოდა დიდი ნათებით, რის გამოც მიიღო სახელწოდება „დიდი კომეტა“. იგი 1882 წლის ზაფხულში აღმოაჩინა სამხრეთ აფრიკელმა ასტრონომმა უილიამ ჰენრი ფინლაიმ. სექტემბრისათვის კომეტის ნათებამ იმდენად იმატა, რომ ხილული გახდა შეუიარაღებელი თვალითაც. 17 სექტემბერს იგი პერიჰელიუმში იმყოფებოდა მზესთან, რომლის შემდეგაც მისმა ნათებამ ნელ-ნელა იკლო. სულ მალე იგი დაიშალა რამდენიმე კომეტად, რომლეთა ნახვაც პირველ დღეებში, შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლებოდა.
აღმოჩენა | |
---|---|
აღმოჩენის თარიღი: | 1882 |
ალტერნატიული აღნიშვნები: | C/1882 R1 |
ორბიტალური მახასიათებლები A | |
რამდენიმე ხანში კომეტა 1882 იქცა მეტეორთა ნაკადად, რომელიც დღემდე მოძრაობს მზის სისტემის სივრცეში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Cometography.com
- Clerke, Agnes M. (1908). „Plate III. The Great Comet of September 1882“, A popular history of astronomy during the nineteenth century. London: Adam & Charles Black.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: