კომედი არხი
კომედი არხი — ქართული იუმორისტული სატელევიზიო არხი. დაარსდა 2012 წლის 1 დეკემბერს. არხი დააფუძნა სატელევიზიო კომპანია რუსთავი 2-მა, რომელიც დღემდე კომედი არხის მფლობელია. თავდაპირველად არხი დაარსდა 2011 წლის მარტში ახალი არხის სახელწოდებით, თუმცა მოგვიანებით 2012 წლის 1 დეკემბრიდან რეკონსტრუქციის შემდეგ არხი განახლდა, არხს შეეცვალა სახელიც და ფორმატიც. 2018 წელს არხი დაიხურა, მაგრამ 2019 წლის 6 მაისს მაუწყებლობა განაახლა.[1]
კომედი არხი ახალი არხი (ყოფილი) | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
მისამართი | თბილისი, სანდრო ეულის ქ. 5ა |
მაუწყებლობის ზონა | საქართველო |
დაფუძნდა | 1 დეკემბერი, 2012 |
დამფუძნებელი | კომედი გრუპი |
მფლობელი | რუსთავი 2 |
გადაცემები
რედაქტირება- ნიკა არაბიძის ანეკდოტები
- 1ბექაბაიტი — გასართობი გადაცემა, რომელიც ეთერში იყო ყოველ ორშაბათს 20:30 წუთზე
- Comedy Kids — საბავშვო გადაცემა, რომელშიც ძირითადად მონაწილეობდნენ 6-14 წლის ასაკის ბავშვები. ეს ტელეპროექტი ეთერში იყო ყოველ შაბათ-კვირას.
- სიცილის ზონა
- პური ჭამა
- STAND UP SHOW
- მახე
- ქალთა სახეები
- Sparring შოუ
- სიცილი.ჯი
- Comedy შოუ
- გააცინე და მოიგე
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Facebook-ის გვერდი
- YouTube-ის გვერდი დაარქივებული 2014-02-16 საიტზე Wayback Machine.
- Myvideo.GE-ის გვერდი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კომედი არხი“ 6 მაისიდან მაუწყებლობას განაახლებს. intermedia.ge (4 მაისი, 2019). ციტირების თარიღი: 22 მაისი, 2019.