კომბოსტოს ღეროს მალულხორთუმა

კომბოსტოს ღეროს მალულხორთუმა (ლათ. Ceutorhynchus pallidactylus) — მწერი ცხვირგრძელასებრთა ოჯახისა. ზრდასრული ხოჭოს სხეულის სიგრძეა 25–32 მმ. სხეული შავი ფერისაა, ზედა მხარე დაფარულია ბეწვებით და ნაცრისფერი ქერცლით. ხორთუმი მოღუნულია. მატლი მოყვითალო-თეთრია, აქვს ყავისფერი თავი. ჭუპრი მოყვითალო შეფერილობისაა. მავნებელი მწერია. ზიანს აყენებს თავიან კომბოსტოს, ყვავილოვან კომბოსტოს, ბროკოლს. ახლადგამოჩეკილი მატლები მცენარეში (ყუნწში და ღეროში) აკეთებენ ხვრელებს, ჭამენ ღეროს გულგულს და ავსებენ მას ექსკრემენტებით. საბოლოოდ მატლები ღეროს ფესვის ყელამდე გამოღრღნიან და ისე ჩადიან მიწაში. ამ სახით დაზიანებული მცენარე შესაძლოა დაიღუპოს, ან როგორც მინიმუმ, დაუქვეითდეს პროდუქტიულობა. მავნეა გაზაფხულზე, ზაფხულში და შემოდგომაზე.[2] გავრცელებულია ევროპაში.[3][4]

კომბოსტოს ღეროს მალულხორთუმა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ხოჭოები
ოჯახი:  ცხვირგრძელასებრნი
გვარი:  მალულხორთუმა
სახეობა:  კომბოსტოს ღეროს მალულხორთუმა
ლათინური სახელი
Ceutorhynchus pallidactylus (Marsham, 1802)[1]
სინონიმები

ბრძოლის ღონისძიებები: კომბოსტოს მოსავლის აღების შემდეგ დარჩენილი მცენარეული ნარჩენების განადგურება, სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა, ქიმიური წამლობები (დელტამეტრინის და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე დამზადებული ინსექტიციდები).[2]

  1. Entomologia Britannica, sistens Insecta Britanniae indigena secundum Linneum deposita. Coleoptera., 1802.
  2. 2.0 2.1 მემარნიშვილი, ნ.; კელენჯერიძე, ნ.; ხეთერელი, ა.. კომბოსტოს წარმოების აგროტექნოლოგია. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. gfa.org.ge (2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-28. ციტირების თარიღი: 22 აგვისტო, 2020.
  3. Morris, M.G. (2012). True Weevils. (Coleoptera: Curculioninae, Baridinae, Oroitidinae), Part III. Royal Entomological Society of London Handbook 5 (17d). 
  4. Hoffmann, A. (1950, 1954, 1958). Coléoptères curculionides, Parties I, II, III. Paris: Éditions Faune de France.