კომბოსტოს ფომოზი
კომბოსტოს ფომოზი — კომბოსტოს დაავადება. გამომწვევია სოკო Leptosphaeria maculans (მოძვ. Phoma lingam). ახალგაზრდა მცენარეს უვითარდება სხვადასხვა ზომის მურა ფერის ლაქები; ჩამორჩენა აქვს ზრდაში. ლაქები დროთა განმავლობაში მუქდება. მათ ზედაპირზე ჩნდება ამობურცული შავი წერტილები. მოზრდილი მცენარეების დაავადების შემთხვევაში, მათი ფესვის ყელთან ან გვერდითი ფესვების ფუძეებთან ვითარდება მოყვითალო-მონაცრისფრო ჩაზნექილი ლაქები. ლაქის ცენტრში შეინიშნება შავი წერტილები. დაავადებული მცენარის ფესვის ყელი დატოტები ფუტუროვდება, ხმება და იშლება, რის შემდეგაც მცენარე იღუპება.[1]
ბრძოლის ღონისძიებები: კულტურათა მონაცვლეობა, დაზიანებული მცენარეების მოცილება და განადგურება, საღი სათესლე მასალის გამოყენება, შესაბამისი ქიმიური წამლობების განხორციელება.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 კელენჯერიძე, ნ.; ხეთერელი, ა.. ყვავილოვანი კომბოსტოს წარმოების აგროტექნოლოგია. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. gfa.org.ge (2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-14. ციტირების თარიღი: 19 აგვისტო, 2020.