კომბოსტოს რიზოქტონიოზი

კომბოსტოს რიზოქტონიოზიკომბოსტოს დაავადება. იწვევს სოკო Rhizoctonia solani. რიზოქტონიოზის დამახასიათებელი მთავარი სიმპტომია კომბოსტოს ფურცლების ლპობა. დაზიანებული ქსოვილი სველდება და იღებს ღია ყავისფერი შეფერილობის. მათ ზედაპირზე შეინიშნება მოთეთრო ფერის მიცელიუმი. მოგვიანებით ლაქაც და მიცელიუმიც მუქი ხდება. ფოთლის ცენტრალური ძარღვის გასწვრივ ჩნდება მუქი ყავისფერი გლუვი სკლეროციები. გარკვეული დროის შემდეგ გარეთა ფურცლები ყვითლდება და ხმება.[1]

ბრძოლის ღონისძიებები: საწყობების დეზინფექცია, დაზიანებული მცენარეების მოცილება და განადგურება, შენახვის ოპტიმალური პირობების დაცვა, შესაბამისი წამლობების განხორციელება.[1]

  1. 1.0 1.1 მემარნიშვილი, ნ.; კელენჯერიძე, ნ.; ხეთერელი, ა.. კომბოსტოს წარმოების აგროტექნოლოგია. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. gfa.org.ge (2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-28. ციტირების თარიღი: 20 აგვისტო, 2020.