კომბოსტოს მოზაიკა
კომბოსტოს მოზაიკა — კომბოსტოს (თავიანი, ყვავილოვანი, ბროკოლი) ვირუსული დაავადება. გამომწვევია Turnip yellow mosaic virus. დაავადების სიმპტომები ჩნდება ჩითილის გადარგვიდან 4–5 კვირის შემდეგ. დაავადებული მცენარის ფოთლების ძარღვები იღებს ღია შეფერილობას, შემდეგ მათ ირგვლივ ფორმირდება მუქი მწვანე არშია. ძარღვების ზრდის შეწყვეტის გამო ფოთლები განიცდის დეფორმაციას. ზოგჯერ დაავადებულ ფოთლებზე შეინიშნება მცირე ზომის ნეკროზული ლაქები. დაავადება ასევე აზიანებს კომბოსტოს სათესლე მცენარეებს. ამ დროს შეინიშნება ფოთლების, ღეროსა და ჭოტის დაფაცხავება. ძლიერი დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია წარმოიქმნას ნეკროზული ლაქები და ფოთლები ნაადრევად დაცვივდეს.[1]
ბრძოლის ღონისძიებები: საღი სათესლე-სარგავი მასალის გამოყენება, დაინფიცირებული მცენარეების ნაკვეთიდან მოცილება და განადგურება, სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა, ბრძოლა ბუგრების და ვირუსის გადამტანი სხვა მავნებელი მწერების წინააღმდეგ.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მემარნიშვილი, ნ.; კელენჯერიძე, ნ.; ხეთერელი, ა.. კომბოსტოს წარმოების აგროტექნოლოგია. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. gfa.org.ge (2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-28. ციტირების თარიღი: 20 აგვისტო, 2020.