კომბოსტოს თეთრი სიდამპლე
კომბოსტოს თეთრი სიდამპლე — კომბოსტოს სოკოვანი დაავადება. მისი გამომწვევია სოკო Sclerotinia sclerotiorum. ვეგეტაციის დროს დაავადების გაჩენისას ზიანდება ფესვის ყელი და ქვედა ფოთლები. დაზიანებული ქსოვილები უფერულდება, სველდება და მათ ზევით ყალიბდება სოკოს ხავერდისებრი თეთრი მიცელიუმები. თეთრი სიდამპლე განსაკუთრებით სახიფათოა შენახვის პერიოდში. დაზიანება კომბოსტოს თავის გარეთა ფოთლებზე იწყება, განსაკუთრებით, წვიმიანი ამინდებში. კომბოსტოს თავზე ფოთლები იწყებს ლპობას, ხდება ლორწოვანი და მათ შორის ვითარდება მიცელიუმი, საიდანაც ჩნდება სკლეროციები. დაავადებულ კომბოსტოსთან კონტაქტის შედეგად დაავადება ადვილად გადადის საღ კომბოსტოებზეც. საწყობებში თეთრი სიდამპლის გავრცელებას ხელს უწყობს შენახვის რეჟიმის დარღვევა და მაღალი ტენიანობა.[1]
ბრძოლის ღონისძიებები: საწყობების დეზინფექცია, დაზიანებული მცენარეების მოცილება და განადგურება, შენახვის ოპტიმალური პირობების დაცვა, შესაბამისი წამლობების განხორციელება.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მემარნიშვილი, ნ.; კელენჯერიძე, ნ.; ხეთერელი, ა.. კომბოსტოს წარმოების აგროტექნოლოგია. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. gfa.org.ge (2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-28. ციტირების თარიღი: 20 აგვისტო, 2020.