კომადუგუ-იობე
კომადუგუ-იობე (ფრანგ. Komadougou Yobé) — მდინარე ნიგერში და ნიგერიაში, ჩაედინება გაუდინარ ჩადის ტბაში. მდინარის სიგრძე — 1175 კმ, აუზის ფართობი — 148 000 კმ², წყლის საშუალო წლიური ხარჯი (ქალაქ დიფასთან, შესართავთან ახლოს) — 15 მ/წმ[1].
კომადუგუ-იობე ფრანგ. Komadougou Yobé | |
---|---|
ქვეყანა |
ნიგერი ნიგერია |
სათავე | 12°39′06″ ჩ. გ. 10°38′50″ ა. გ. / 12.65167° ჩ. გ. 10.64722° ა. გ. |
შესართავი |
ჩადის ტბა 13°40′24″ ჩ. გ. 13°23′36″ ა. გ. / 13.67333° ჩ. გ. 13.39333° ა. გ. |
სიგრძე | 1175 კმ |
აუზის ფართობი | 148 000 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
კომადუგუ-იობე ვიკისაწყობში |
სათავე მდებარეობს ნიგერიის ტერიტორიაზე, ქვედა დინება ბუნებრივი საზღვარია ნიგერსა და ნიგერიას შორის. თვითონ კომადუგუ-იობე სოფელ გაშვის დასავლეთით იქმნება მდინარეების იამარის (ასევე კატაგუმი) და ჰადეჯას შეერთებით.
ასევე დიდ შენაკადებს მიეკუთვნება მარჯვნიდან ჩამდინარე კომადუგუ-განა[2].
შესართავი მდებარეობს ნიგერიის ქალაქ ბისაგანასთან (ბორნოს შტატი).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Noname (GHAASBasin49). grdc.sr.unh.edu. ციტირების თარიღი: 2017-2-3.
- ↑ The Komadougou-Yobe Basin Pilot Demonstration Project. Lake Chad Basin GEF Project. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-04. ციტირების თარიღი: 2017-2-3.