კოლხური შავიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.

სამეგრელოს ზოგიერთ სოფელში მას შეცდომით „ტოროკუნჩხს“ ეძახიან (იხ. მტრედისფეხა).

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო. ფოთლის ქვედა მხარეს, ძარღვების გასწვრივ აქვს ძალიან სუსტი აბლაბუდისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, ცილინდრული ფორმის, ახასიათებს პატარა ფრთა, საშუალო სიკუმსის, თუმცა გვხვდება კუმსი და თხელი მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი ან მომრგვალო. თხელკანიანია. რბილობი საშუალოდ ხორციანია, ტკბილი და ოდნავ მომჟავო გემოთი. რბილობი მდიდარია შემფერავი ნივთიერებით.

კოლხური შავი საშუალო და საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი 158-100 დღეს შორის მერყეობს. სრულ სიმწიფეში სექტემბრის მეორე ნახევარში შედის. მტევნის წონა 100-150 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-25%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-10 გ/ლ-ს.

განსაკუთრებით საყურადღებოა ღვინოში წითელი შემფერავი ნივთიერების სიუხვე. კოლხური შავის ღვინოში წითელი საღებავის რაოდენობა სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე საფერავში.

კოლხური შავის ღვინო ხასიათდება ძლიერი შეფერვით. წითელი, მაღალხარისხიანი ღვინოებ-ისთვის დამახასიათებელი ექსტრაქტულობითა და პარმონიულობით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 194