კოლუმბიური სამზარეულო
კოლუმბიური სამზარეულო კოლუმბიის ექვსი რეგიონის (წყნარი ოკეანის, ამაზონის, ანდების, ორინოკოს, კარიბის ზღვის და კუნძულების) კერძების ერთობლიობაა. კოლუმბიური სამზარეულო განსხვავდება რეგიონულად და განსაკუთრებით მასზე გავლენას ახდენს ადგილობრივი კოლუმბიური, ესპანური, [1] და აფრიკული სამზარეულოები, [1] ზოგიერთ რეგიონში მცირე არაბული გავლენაც აქვს. [2] გარდა ამისა კოლუმბია ერთ- ერთი ყველაზე მრავალიფეროვანი სახელწიფოა სუნელებისა და სანელებლების მხრივ.
ისტორია
რედაქტირებაკოლუმბიური საკვები ძირძველი და ევროპული ტრადიციების უნიკალური ნაზავია, რომელსაც აქვს ძლიერი აფრო-კარიბული გავლენა. ევროპელების მიერ ქვეყნის დაბყრობამდე თანამედროვე სახელმწიფოს ტერიტორია ორი ჯგუფით იყო დასახლებული, როგორიცაა: ტაირონა, რომელიც კარიბის ზღვის სანაპიროზე ცხოვრობდა და მუისკა, რომელიც სამხრეთით მდებარე მაღალმთიანეთში ცხოვრობდა. არეპები, დაფქული სიმინდისგან დამზადებული საკვები კოლუმბიის სამზარეულოს ერთ- ერთ უძველეს ელემენტს წარმოადგენს. ადგილობრივებს სჯეროდათ, რომ ამ კერძის სახელწოდება მომდინარეობდა ჩიბჩას ენიდან,[3] სადაც ის სიმინდს ნიშნავდა. არეპები თანამედროვე კოლუმბიაშიც ძალიან პოპულარულ კერძს წარმოადგენს.
რეგიონალური სამზარეულოები
რედაქტირებაკოლუმბიის მრავალფეროვან სამზარეულოზე გავლენას ახდენს მისი მრავალფეროვანი ფაუნა და ფლორა, ასევე ეთნიკური ჯგუფების კულტურული ტრადიციები. კოლუმბიური კერძები და ინგრედიენტები საკმაოდ განსხვავდება რეგიონების მიხედვით. ქვეყნის სამზარეულოში ყველაზე მეტად გავრცელებული ელემენტებია: ბურღულეული, როგორიცაა ბრინჯი და სიმინდი; ტუბერები, როგორიცაა კარტოფილი და კასავა; პარკოსნების მრავალი სახეობა; ხორცი, მათ შორის საქონლის ხორცი, ქათმის, ღორისა და თხის; თევზი და ზღვის პროდუქტები. კოლუმბიური სამზარეულო ასევე მოიცავს ტროპიკული ხილის რამდენიმე სახეობასაც. [4] [5]
ყველაზე გავრცელებულ საუზმეებსა და წვნიანებს შორისაა პატაკონები (შემწვარი მწვანე მცენარეები), სანჩოჩო გალინა (ქათმის სუპი ბოსტნეულის ძირებით) და აჯიაკო (კარტოფილის და სიმინდის სუპი).
პურის სახელობები მოიცავს: არეპაებს (სიმინდის ნამცხვრები), აბორრაჰადოს (შემწვარი ტკბილი მცენარეები ყველით), ტორტა დე ჩოკლო, ემპანადებსა და ალმოჰაბანებს.
ქვეყნის ტერიტორიაზე არის კერძები, რომლებიც რეგიონალური კლიმატური განსხვავებების პირობებში სხვადასხვანაირად ჩამოყალიბდნენ. მაგალითად:
- მედელინში ყველაზე გავრცელებულ კერძს ბანეჰა პაესა წარმოადგენს. ის შეიცავს: ლობიოს, ბრინჯს, დაფქულ ხორცს ან კარნეს ასადას, ქორიზოს, შემწვარ კვერცხს, არეპას და ჩიჩარონს. მას როგორც წესი უმატებენ ავიკადოს, პომინდორს და სპეციალურ სოუსებს.
- ბოგოტასა და ანდრეანის რეგიონში აჰაიკო ტრადიციული კერძია. ის ასევე არის სუპის სახეობაც, რომელიც მზადდება ქათმის ხორცის, კარტოფლის და ადგილობრივი მცენარის, გუასკასგან.
- კარიბების სანაპიროზე გავრცელებულია მეტად ცხარე კერძები. ისინი მეტწილად დამზადებულია თევზისა და ოხრახუშისაგან. ქოქოსის ბრინჯი ჩვეულებრივი კერძია კოლუმბიის ზღვისპირა რეგიონებში. კარიბის ზღვის სამზარეულოზე გავლენა აქვს არაბულ კერძებს, მათ შორის აღსანიშნავია ქიბბეჰი.
- იანოსში გავრცელებულია მწვადი, როგორც ,, ტერნერა იანერა". ასევე გავრცელებულია მდინარის თევზი, სახელწოდებით ,,ამარიო".
- ამაზონეთში, სამზარეულოზე გავლენას ახდენს ბრაზილიური და პერუს ტრადიციები.
- ანდების რეგიონში, ნარინიოში, ტრადიციული კერძი შემწვარი ზღვის გოჭია (cuy asado), ინკების სამზარეულოს გავლენის გამო.
- ტოლიმას რეგიონში ტალამეს ტოლიმენსეს დელიკატესად მიიჩნევა. ეს კერძი მზადდება სიმინდის ცომისაგან და შეიცავს ბარდას, სტაფილოს, კარტოფილს, ბრინჯს, ქათმის ხორცს, ღორის ხორცს და სხვადასხვა სანელებლებს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-06. ციტირების თარიღი: 2020-09-08.
- ↑ https://www.eater.com/2018/10/17/17965530/colombian-food-guide-bogota-travel-amasijos-fruit-soup
- ↑ Foss, Richard (2011). "Colombia". In Albala, Ken (ed.). Food cultures of the world encyclopedia. Santa Barbara, California: Greenwood. pp. 75. ISBN 9781785394126. OCLC 915350255.
- ↑ http://www.southamerica.cl/Colombia/Food.htm
- ↑ https://www.going2colombia.com/colombian-food.html