კოლუმბიის შეერთებული შტატები
კოლუმბიის შეერთებული შტატები (ესპ. Estados Unidos de Colombia) — სახელმწიფო ცენტრალური ამერიკის სამხრეთ და სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევარში არსებობდა. ძირითადად მოიცავდა თანამედროვე პანამისა და კოლუმბიის ტერიტორიას, ასევე პერუსა და ბრაზილიის მცირე ნაწილს.[1][2]
კოლუმბიის შეერთებული შტატები Estados Unidos de Colombia | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
დედაქალაქი | ბოგოტა | ||||||||
ენა | ესპანური | ||||||||
რელიგია | კათოლიციზმი | ||||||||
მმართველობის ფორმა | ფედერალური რესპუბლიკა | ||||||||
პრეზიდენტი | |||||||||
- 1863-1864 | ტომას სიპრიანო დე მოსკერა | ||||||||
- 1886 | ხოსე მარია კამპო სერანო | ||||||||
ისტორია
რედაქტირება1860-1862 წლის სამოქალაქო ომი გრანადის კონფედერაციის დაშლით დასრულდა; კონსერვატორების მხრიდან იზრდებოდა ფედერალური სახელმწიფოების ცენტრალიზებული მართვის მცდელობა. 1862 წელს, სამოქალაქო ომში ლიბერალთა ლიდერმა, გენერალმა ტომას სიპრიანო დე მოსკერამ დაამარცხა პრეზიდენტ ბარტოლომეო კალვოს კონსერვატიული მთავრობა და ახალ ლიდერად იქცა. ბოგოტის მთავრობიდან ძალაუფლების უდიდესი ნაწილი შემადგენელ სახელმწიფოებს დაუბრუნდათ.
ადრეული წლების რეფორმების შემდეგ, ახალი ფედერაციის შექმნამდე, ლიბერალებმა განიზრახეს კოლუმბიის შეერთებული შტატების შექმნა, რომელიც იქნებოდა დეცენტრალიზებული, თავისუფალი ბაზრის სისტემის მქონე. წინა ლიბრალი პრეზიდენტების მსგავსად, მოსკერას პრეზიდენტობის პირველი ორი ვადაც კათოლიკურ ეკლესიასთან დაპირისპირებით წარიმართა, რაც კონსერვატორთა შეშფოთებას იწვევდა. ეკლესიის კუთვნილი მიწები შემცირდა და ის ინდუსტრიალისტებს გადაეცა, ეკლესიის გავლენა და უფლებები გარკვეულწილად შეიზღუდა.
1871 წელს, მოდერნიზაცია და ეკონომიკური რეფორმაა მიმართული იყო კოლუმბიური პესოს ფრანგულ ფრანკთან, როგორც საერთაშორისო ოქროს სტანდარტთან მიბმისკენ.
დაშლა
რედაქტირებადროდადრო განახლებადი სამქოალაქო ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ, 1886 წელს, კოლუმბიის კონსერვატორულმა პარტიამ, რომლის სათავეშიც პრეზიდენტი რაფაელ ნუნიესი იყო, გამოსცა ახალი ცენტრალიზაციის მომხრე ხასიათის კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც გაუქმდა კოლუმბიის შეერთებული შტატები და შეიქმნა კოლუმბიის რესპუბლიკა. კონსერვატორებმა დაუყოვნებლივ ჩამოაცილეს კოლუმბია ოქროს სტანდარტს და გაზარდეს ვალუტის ბეჭვდა, რამაც ინფლაციის დონე გაზარდა. ამასობაში, ახალ სახელმწიფოში კვლავ გრძელდებოდა ლიბერალთა და კონსერვატორტა კონფლიქტი, რამაც საბოლოოდ 1903 წელს ქვეყნის დაშლა გამოიწვია, კოლუმბიის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ორი სახელმწიფო ჩამოყალიბდა — კოლუმბია და პანამა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.1911encyclopedia.org/Colombia Retrieved 29 December 2010.
- ↑ http://www.historyfiles.co.uk/KingListsAmericas/SouthColombia.htm Retrieved 29 December 2010.