ანდრია კოლმოგოროვი
ანდრია კოლმოგოროვი (რუს. Андре́й Никола́евич Колмого́ров; დ. 25 აპრილი, 1903, ტამბოვი ― გ. 20 ოქტომბერი, 1987, მოსკოვი) ― საბჭოთა მათემატიკოსი, რომელმაც მნიშვნელოვნად წასწია წინ ალბათობის თეორიისა და ტოპოლოგიის სფეროები. კარიერის ადრეულ წლებში მუშაობდა ინტუიციონისტურ ლოგიკაზე, და ფურიეს მწკრივებზე. შემდგომში ის ასევე მუშაობდა ტურბულენციაზე და კლასიკურ მექანიკაზე; იყო ალგორითმული კომპლექსურობის თეორიის დამფუძნებელი.
ანდრია კოლმოგოროვი | |
---|---|
რუს. Андрей Николаевич Колмогоров | |
დაბ. თარიღი | 25 აპრილი, 1903[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | ტამბოვი, რუსეთის იმპერია[5] |
გარდ. თარიღი | 20 ოქტომბერი, 1987[1] [6] [7] [8] [9] [2] [10] (84 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი, სსრკ |
დასაფლავებულია | ნოვოდევიჩიეს სასაფლაო[11] [12] |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საბჭოთა რუსეთი სსრკ[13] |
საქმიანობა | მათემატიკოსი[13] , ინფორმატიკოსი, სტატისტიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და ფიზიკოსი |
მუშაობის ადგილი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი[13] |
ალმა-მატერი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი[6] და რუსეთის დიმიტრი მენდელეევის სახელობის ქიმიურ-ტექნოლოგიური უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი[14] [15] |
მეუღლე | Anna Dmitrievna Egorova |
ჯილდოები | სტალინური პრემია |
სამეცნიერო სფერო |
ალბათობის თეორია ტოპოლოგია |
კოლმოგოროვი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი იყო. ის სწავლობდა ნიკოლაი ლუზინთან, მიიღო რა დოქტორის ხარისხი 1925 წელს, 1931 წელს კი უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. 1939 წელს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ტიტული მიენიჭა. შექმნა ფუნდამენტური ნაშრომები ტრიგონომეტრიულ მწკრივთა თეორიაში, ზომის თეორიაში, სიმრავლეთა თეორიაში, ინტეგრალის თეორიასა და ფუნქციათა მიახლოების თეორიაში. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კონსტრუქციული ლოგიკის, ტოპოლოგიის, ფუნქციონალური საკითხების დამუშავებაში. დიდი მნიშვნელობა აქვს კოლმოგოროვის მიერ მიღებულ შედეგებს ალბათობის თეორიაში. მან რამდენიმე რთული პრობლემა ამოხსნა ალბათობის თეორიაში, ააგო მისი აქსიომატიკა 1933. კოლმოგოროვმა განავითარა სტაციონარული-შემთხვევით პროცესთა თეორია და სტაციონარული ნაზრდის მქონე პროცესების თეორია. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინფორმაციის თეორიის განვითარებაში. აქტირურად მონაწილეობდა საშუალო სკოლებსა და უნივერსიტეტებში მათემატიკური განათლების საკითხების დამუშავებაში.
ანდრია კოლმოგოროვი არის პარიზის მეცნიერებათა აკადემიის, ლონდონის სამეფო საზოგადოებისა და სხვ. საზღვარგარეთული აკადემიების წევრი. მიღებული აქვს ბალზანას საერთაშორისო პრემია 1963, სახელმწიფო პრემია 1941 და ლენინური პრემია 1965. დაჯილდოებულია ლენინის 6 ორდენით, წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ Педагоги и психологи мира — 2012.
- ↑ Гнеденко Б. В. Колмогоров Андрей Николаевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1973. — Т. 12 : Кварнер — Конгур. — С. 437.
- ↑ 6.0 6.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ Andrey Nikolaevich Kolmogorov — 2009.
- ↑ KNAW Past Members
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ André Nicolas Kolmogorov / B. Delmas, R. Mathis — 2009.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ http://sm.evg-rumjantsev.ru/astro1/kolmogorov-grave.html
- ↑ 13.0 13.1 13.2 Anguera J. E. Enciclopedia universal ilustrada europeo-americana — Editorial Espasa, 1905. — Vol. Suplemento 1977-1978. — P. 143. — ISBN 978-84-239-4500-9
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ All-Russian Mathematical Portal — 2006.