კოლიეხარესის ბრძოლა
კოლიეხარესის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
რეკონკისტის ნაწილი | |||
თარიღი | 1406 | ||
მდებარეობა | კოლიეხარესი, გრანადა, ესპანეთი | ||
შედეგი | კასტილიის სამეფოს გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
კოლიეხარესის ბრძოლა — რეკონკისტის ბრძოლა. გაიმართა 1406 წელს ქალაქებს უბედასა და ბაესასს შორის მდებარე დასახლება კოლიეხარესთან. გაიმართა კასტილიის სამეფოსა და გრანადის საამიროს შორის. კასტილიის სამეფოს ხელმძღვანელობდა ენრიკე III, ხოლო გრანადის საამიროს არმიას სულთანი მუჰამედ VII.
კასტილიის სამეფოს სამშვიდობო ხელშეკრულება ჰქონდა დადებული ნასრიდების დინასტიასთან, რომელიც გრანადის საამიროს აკონტროლებდა. საამიროს სასამრთლოს გადაწყვეტილებამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია. სულთანი მუჰამედ VII კასტილიის წინააღმდეგ მაროკოს მარინიდების დინასტიის მურსიაში შემოჭრამ წააქეზა. ენრიკე III ამ დროს პორტუგალიის წინააღმდეგ იბრძოდა, თუმცა მაროკოდან მომდინარე საფრთხის გამო მათთან 1402 წელს ხელშეკრულება დადო და თავისი ძალებით გრანადის წინააღმდეგ დაიძრა. ბრძოლა გაიმართა კოლიეხარესის მახლობლად და დასრულდა კასტილიელების გამარჯვებით.