კოგურიოს აკლდამების კომპლექსი
(გადამისამართდა გვერდიდან კოგურიეს აკლდამების კომპლექსი)
კოგურიოს აკლდამების კომპლექსი — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ჩრდილოეთ კორეაში, პირველი ამ ქვეყნიდან. კომპლექსი მოიცავს კორეის სამი სამეფოდან ერთ-ერთის, კოგურიეს პერიოდის ინდივილუალურ სამარხებს. კოგურიე უძლიერესი კორეული სამეფო იყო, რომელიც ახ. წ. V-VII საუკუნეებში ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილსა და კორეის ნახევარკუნძულზე მდებარეობდა.
კოგურიეს აკლდამების კომპლექსი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ჩრდილოეთი კორეა |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
კოორდინატები | 38°51′47″ ჩ. გ. 125°24′54″ ა. გ. / 38.86306° ჩ. გ. 125.41500° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2004 (28-ე სესია) |
ნომერი | 1091 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1091 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ბევრი სამარხი კედლის მხატვრობას შეიცავს. მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 10 000-ია, მაგრამ მხოლოდ 90 მათგანზეა წარმოდგენილი მოხატულობა. კომპლექსი ძირითადად მეფეების, დედოფლების და სამეფო ოჯახის სხვა წევრების დასამარხად იყო განკუთვნილი.