კობა ხაბაზი
ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი
კობა ხაბაზი (დ. 26 ივლისი, 1967, სოფ. აჭყვისთავი, ქობულეთის რაიონი[1]) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.
კობა ხაბაზი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 26 ივლისი, 1967 |
დაბადების ადგილი | აჭყვისთავი, ქობულეთის რაიონი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
ჯილდოები | ღირსების ორდენი |
1990 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 2004 წლის 22 აპრილიდან 15 ივნისამდე იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქობულეთის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2004 წელს იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კობა ხაბაზი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- კობა ხაბაზი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
ჯილდოები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ კობა ხაბაზი — ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-06-27. ციტირების თარიღი: 2020-10-25.