კოარტიკულაცია
კოარტიკულაცია — სხვადასხვა სამეტყველი ბგერის საწარმოთქმო მოძრაობათა ერთად შესრულება. სიტყვაში ბგერა წარმოითქმის მეზობელ ბგერათა წარმოების ფონზე. მოცემული ბგერის არტიკულაციას ემთხვევა წინამავალი ბგერის არტიკულაციის დამთავრების და მომდევნო ბგერის არტიკულაციის ჩასახვის მომენტები. კოარტიკულაცია ვრცელდება ერთმანეთისგან გათიშულ ბგერებზეც.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 564.