კნინობით-ალერსობითი სახელები
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|კნინობით-ალერსობითი სახელები}} |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
კნინობით-ალერსობითი სახელი — წარმოქმნილი სახელი, რომელიც ძირეული სიტყვით აღნიშნულ საგანს შემცირებულად წარმოგვიდგენს. ასეთი ფორმა ხშირად ალერსობითის მნიშვნელობით იხმარება.
ქართულ ენაში კნინობითი ფორმის მაწარმოებელი სუფიქსებია: ა, აკ, ია, იკო, ილო. მაგალითად:
- ა: კაც-ა
- აკ: წიგნ-აკ-ი
- ია: და-ია
- იკო: დედ-იკო
- ილო: დედ-ილო
„იკო“ და „ილო“ სუფიქსები გვხვდება ადამიანთა სახელებში და ალერსით თქმას გამოხატავენ.
კნინობით სახელს ზოგჯერ ორი ან სამი სუფიქსიც აწარმოებს, მაგალითად, „კაც-უნ-ა“.
ქართულისათვის უცხოა ასეთი წარმოება: ანიჩკა, ვერიჩკა, ელიჩკა და ა.შ.