კლუნფადი (ინგლ. Cloonfad; ირლ. Cluain Fada, „გრძელი მდელო“) — სოფელი ირლანდიაში, მდებარეობს როსკომონის საგრაფოში, კონაქტის პროვინციაში. ქალაქ ბალიჰონისიდან დაშორებულია 10 კმ-ით. სოფლის წმ. პატრიკის სახელობის ეკლესია 1992 წლიდან უშვებს ყოველწლიურ ჟურნალს კლუნფადის შესახებ.

სოფელი
კლუნფადი
Cluain Fada

კლუნფადის ფოსტის ოფისი
ქვეყანა ირლანდიის დროშა ირლანდია
დაქვემდებარება სოფელი
პროვინცია კონაქტი
საგრაფო როსკომონის საგრაფო
კოორდინატები 53.691985°00′00″ ჩ. გ. 8.742478°00′00″ დ. გ. / 53.69199° ჩ. გ. 8.74248° დ. გ. / 53.69199; -8.74248
სასაათო სარტყელი UTC+0, ზაფხულში UTC+1
კლუნფადი — ირლანდიის რესპუბლიკა
კლუნფადი

ისევე როგორც ირლანდიის ბევრ სხვა სოფელში, კლუნფადშიც, 1990-იანი წლების ეკონომიკური აყვავების შედეგად, მკვეთრად გაუმჯობესდა დემოგრაფიული მდგომარეობა, განსაკუთრებით იმატა იმიგრანტების რაოდენობამ აღმოსავლეთ ევროპიდან და ბრაზილიიდან.

კლუნფადში მდებარეობს ფოსტის ოფისი, მაღაზია და ორი ლუდხანა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება