კლოჭი ან კლოჩი (ქურთ. Kiloç') — კულიჩი (ღვეზელი), ეზიდთა რელიგიური ტრადიციის მიხედვით არის ახალი წლის სიმბოლო. კლოჭი იცხობა მარტის მესამე კვირის ოთხშაბათს. მას აცხობენ მხოლოდ ამიერკავკასიის, რუსეთის და უკრაინის ეზიდები. კლოჭმა ჩაანაცვლა ჩარშამა სორი და სარსალი ეზიდთა მიგრირების დროს. კლოჭს შვიდი აუცილებელი ინგრედიენტი აქვს: ფქვილი, შაქარი, მარილი, კვერცხი, მაწონი(არაჟანი), წყალი, სოდა და მონეტა ან მძივი.

კლოჭი

მეორე დღეს, დილაადრიანად , ოჯახის წევრები თავს იყრიან კულიჩის გარშემო, ოჯახის უფროსი (Malxê Malê) ახსენებს ღმერთს და ჭრის ნამცხვარს. ჯერ შუაში დაუსვამენ კულიჩს დანას — ამას „ხა-ტა ჯოტი“ (xeta cot), ანუ „გუთნის კვალი“ ეწოდება. ერთ-ერთ მხარეს ექვს ნაწილად ჭრიან და წმინდანებს უძღვნიან:

  • Heft mêrê dîwanê ჰაჶტ მერე დივანე
  • Xwedanê malê ხოდანე მალე
  • Memê şivan მამე შვან
  • Gavanê Zerzan გავანე ზარზან
  • Xatuna Fexra ხატუნა ჶახრა
  • Şems შამს

მეორე მხარეს ჭრიან იმდენ ნაწილად რამდენი წევრიცაა ოჯახში. ვისაც შეხვდება მონეტა(მძივი), ძველი ეზიდური გადმოცემით, მას დაიფარავენ იმ წელს წმინდანები და ანგელოზები.