კლოპენ ტრუიეფუ
კლოპენ ტრუიეფუ (წარმოთქმა: [klɔ.pɛ̃ tʁuj.fu], Clopin Trouillefou) — ლიტერატურული პერსონაჟი ვიქტორ ჰიუგოს რომანიდან „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“.
ვიქტორ ჰიუგოს რომანში
რედაქტირებანაწარმოებში კლოპენი პიერ გრენგუარს ჩაუშლის პიესას, როდესაც დააყაჩაღებს მაყურებლებს. იმავე ღამით კი გრენგუარი მიეჭრება "საოცრებათა სასახლეში", სადაც კლოპენი წარმოჩნდება არა როგორც ქურდბაცაცა, არამედ უსახლკაროების მეფე.
კლოპენი გრენგუარს საზღვრის დარღვევის გამო ("საოცრებათა სასალეში" შესვლა პატიოსან ადამიანებს ეკრძალებოდათ) ჩამოხრჩობას მიუსჯის, თუმცა მშვენიერი ესმერალდა მას სიკვდილისგან იხსნის, იმით რომ ფორმალურად ცოლად გაჰყვება. ნაწარმოების ბოლოს კი, კლოპენი გებულობს ესმერალდას სასიკვდილო განაჩენის შესახებ, კაპიტან ფებუსის მოკვლის მცდელობის ბრალდებით. მისი გადარჩენის მიზნით, კლოპენი თავისი ხალხით გარს შემოარტყამს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს, რათა კათედრალზე იერიში მიიტანოს და გამოიხსნას ესმერალდა, რომელიც კვაზიმოდოს ჰყავს შეფარებული. იერიშის საპასუხოდ კვაზიმოდო თავს იცავს ქვებით, კუნძებით და გამდნარი ტყვიით. საბოლოოდ, ავტორი აღნიშნავს, რომ კლოპენი მამაცურად დაიღუპა ტაძარზე თავდასხმის დროს.
ადაპტაციები
რედაქტირებადისნეის ანიმაციური ფილმი
რედაქტირებაკლოპენი აგრეთვე წარმოჩენილია უოლტ დისნეის ფილმში „კუზიანი ნოტრ-დამიდან“, სადაც იგი არის ბოშა. ფილმში კლოპენი ჰიუგოსეულ კლოპენტან შედარებით არის მეტად მხიარული და ნაკლებად ავბედითი. მის პერსონაჟს ახმოვანებს პოლ კანდელი.