კლოდ კაზიმირ ჟილე (ფრანგ. Claude Casimir Gillet; დ. 19 მაისი, 1806, დორმანი, მარნას დეპარტამენტი — გ. 1 სექტემბერი, 1896, ალანსონი) — ფრანგი ბოტანიკოსი და მიკოლოგი.[4] საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი. მისი საავტორო ბოტანიკურ-მიკოლოგიური შემოკლებაა Gillet.[5]

კლოდ კაზიმირ ჟილე
ფრანგ. Claude-Casimir Gillet
დაბ. თარიღი 19 მაისი, 1806(1806-05-19)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი დორმანი
გარდ. თარიღი 1 სექტემბერი, 1896(1896-09-01)[1] [3] (90 წლის)
გარდ. ადგილი ალანსონი
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა ბოტანიკოსი, მიკოლოგი და ვეტერინარი
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1806 წლის 19 მაისს დორმანში, (მარნას დეპარტამენტი). მამის მსგავსად სამხედრო ვეტერინარობას ეუფლებოდა. 1823 წელს ჩაირიცხა ალფორსის ვეტერინარულ სასწავლებელში. 1825 წელს დაჯილდოვდა საპატიო ლეგიონის ორდენით.

1830 წელს ჟილე შეუერთდა საფრანგეთის სამხედრო ექსპედიციას ალჟირში, სადაც ოთხი წლის განმავლობაში შეისწავლიდა ხმელთაშუაზღვისპირეთის ფლორას.

საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ დასახლდა ლიონში, სადაც ენტიმოლოგიას ეუფლებოდა ეტიენ მიულისანთან. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მან გამოსცა ოთხი მნიშვნელოვანი თეზისი ვეტერინარიის შესახებ. 1847 წელს გადასახლდა ალანსონში. გარდაიცვალა იქვე, 1896 წლის 1 სექტემბერს.

1863 წელს გამოსცა წიგნი „Nouvelle Flore Française“, რომელშიც მოკლედ იყო აღწერილი მთლიანი საფრანგეთის მრავალი მცენარე. შემდგომში მუშაობა დაიწყო წიგნზე სოკოების ფლორის შესახებ, რომლის პირველი ნაწილი გამოვიდა 1874 წელს. მომდევნო ნაწილების გამოსვლის ზუსტი თარიღები უცნობია. უკანასკნელი გამოვიდა 1893 წელს. წიგნში აღწერილი იყო საფრანგეთის უმაღლესი სოკოები, რასაც თან ახლდა სოკოების ფერადი ილუსტრაციები. წიგნის გამოცემის შემდეგ ჟილემ აღიარება მოიპოვა არა მარტო საფრანგეთში, არამედ — გერმანიაში, ინგლისსა და აშშ-ში.

პუბლიკაციები

რედაქტირება

ჟილეს პატივსაცემად სახელდარქმეული სოკოები

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Léonore databaseministère de la Culture.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. IDREF.fr (bibliography)
  5. IPNI. Gillet, წაკითხვის თარიღი 10 დეკემბერი, 2020