კლიუნიელთა ორდენი
კლიუნიელთა ორდენი — X საუკუნეში დაარსებული მონაზვნური ორდენი, რომლის ცენტრი იყო ბენედიქტიელთა მონასტერი კლიუნიში, ბურგონში (საფრანგეთი, ბურგუნდია). აერთიანებდა ასეულობით მონასტერს უმთავრესად საფრანგეთში, ასევე გერმანიაში, ინგლისში, ჩრდილოეთ იტალიასა და ესპანეთში. კლიუნიელთა ორდენთან არის დაკავშირებული X საუკუნის ბოლოსა და XI საუკუნეში კათოლიკური ეკლესიის გასაძლიერებლად ჩატარებული გარდაქმნები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 561.