კლიტოს შავი - (ძვ. ბერძნ. Κλείτος ο Μέλας) (ძვ. წ. 375-ძვ. წ. 328) ალექსანდრე დიდის გენერალი და მისი ახლო მეგობარი. ის იყო დროპიდეს ძე და ალექსანდრეს გამზრდელის ლანიკეს ძმა. ის შევიდა მაკედონურ სამხედრო სამსახურში და იყო ალექსანდრეს ელიტარული, ჰეტაირების კავალერიის ოფიცერი და მეფის პირადი დაცვის, აგემას მეთაური.[1]ძვ. წ. 334 წელს გრანიკოსის ბრძოლისას მან მოკლა სპითრიდატესი, რითაც ალექსანდრე სიკვდილისგან იხსნა. ძვ. წ. 331 წელს გავგამელას ბრძოლაში კლიტოსი ხელმძღვანელობდა აგემას. ძვ. წ. 330 წელს ჰეტაირების მეთაურის ფილოტას დასჯის შემდეგ, ელიტარული კავალერიის მეთაურად დაინიშნნენ კლიტოსი და ალექსანდრეს უახლოესი მეგობარი, ჰეფესტიონი. ძვ. წ. 328 წელს სოგდიანას ალყის შემდეგ ალექსანდრემ კლიტოსი ბახტრიის სატრაპად დანიშნა. ამავე წელს შემოდგომაზე მარაკანდაში დიოსკურებისთვის მიძღვნილ წვეულებაზე, ნასვამ ალექსანდრესა და კლიტოსს შორის კამათი წარმოიქმნა, რაც საბოლოოდ იმით დამთავრდა, რომ ალექსანდრემ ერთ-ერთი მცველის შუბით გამოასალმა კლიტოსი სიცოცხლეს. როდესაც ალექსანდრე საღ აზრზე მოვიდა, მიხვდა, რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა და სამი დღის განმავლობაში კლიტოსს გლოვობდა.[2]

კლიტოს შავი
Κλείτος ο Μέλας

კლიტოსი ხელს აჭრის სპითრიდატესს, რითაც იხსნა ალექსანდრე
დაბადების თარიღი ძვ. წ. 375
დაბადების ადგილი მაკედონია
გარდაცვალების თარიღი ძვ. წ. 328
გარდაცვალების ადგილი მარაკანდა (დღევანდელი სამარყანდი)
კუთვნილება ჰეტაირები
ჯარის სახეობა კავალერია
წოდება აგემას მეთაური
ბრძოლები/ომები გრანიკოსის ბრძოლა
გავგამელას ბრძოლა

ოლივერ სტოუნის ფილმში ალექსანდრე (2004) კლიტოსის როლს თამაშობს ბრიტანელი მსახიობი გარი სტრეჩი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება