კლდეკარი (ჟურნალი)
„კლდეკარი“ — ქალაქ გორის სალიტერატურო-პუბლიცისტური ჟურნალი. გამოდიოდა 1991-2004 წლებში. ჟურნალის რედაქტორი იყო ოთარ ჩხეიძე.
„კლდეკარი“ იყო მემკვიდრე გორის სალიტერატურო ალმანახების „მერანისა“ და „ლიახვისა“, რომლებიც 1956-1990 წლებში გამოდიოდა.
„კლდეკარი“ არც ავტორთა და არც თემატიკის თვალსაზრისით არ შემოიფარგლებოდა ქალაქ გორითა და მისი შემოგარენით. ჟურნალში ქვეყნდებოდა აგრეთვე ცნობილი ქართველი მწერლების ნაწარმოებები და თარგმანები საზღვარგარეთის ლიტერატურიდან.
ლიტერატურა
რედაქტირება- „ქართული მწერლობა“ — გამომცემლობა „დილა“, გვ. 29, თბ., 2011.