კლაუდიო ძულიანი (დ. 1 დეკემბერი, 1966 , მილანი, იტალია) — იტალიელი სპორტული ჟურნალისტი.

მისი კარიერული დებიუტი იტალიურ სატელევიზიო არხზე - 7 Gold-ზე შედგა, სპორტულ გადაცემაში Diretta stadio, სადაც დღემდე ხშირად იღებს მონაწილეობას, როგორც კომენტატორი და იტალიური საფეხბურთო კლუბის იუვენტუსის ქომაგი. 2009 წლიდან დღემდე, კომენტატორის რანგში, მიჰყავს მხოლოდ ტურინის იუვენტუსის მატჩები იტალიურ არხზე - Mediaset Premium[1].

2012 წლის 12 ივლისს მან გამოაქვეყნა მისი პირველი წიგნი, რომელიც დაწერა მასიმო პავანისთან ერთად. წიგნი ეძღვნება იუვენტუსის გამარჯვებას 2011-2012 წლების სეზონში. წიგნის სახელწოდებაა ”1-2-3 ვარსკვლავი! გამარჯვება ერთადერთი რამ არის რასაც მნიშვნელობა აქვს!”. 2013 წლის მაისში მან გამოაქვეყნა მისი რიგით მეორე წიგნი, სახელწოდებით - ”ოცდათერთმეტი - იუვე, სამი ფერის ისტორია”. წიგნი დაწერილია მასიმო პავანისთან ერთად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება