კლაუდია როდრიგეს დე გევარა
კლაუდია როდრიგეს დე გევარა (ესპ. Claudia Rodríguez de Guevara) — სალვადორელი პოლიტიკოსი და ბუღალტერი, რომელმაც სალვადორის პრეზიდენტის თანამდებობაზე შეცვალა ნაიიბ ბუკელე და გახდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2023 წლის 1 დეკემბერიდან. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად 2024 წლის 1 ივნისამდე დარჩება, სანამ არ ამოიწურება ნაიიბ ბუკელეს საპრეზიდენტო ვადა. კლაუდია როდრიგესი არის პირველი ქალი სახელმწიფოს მეთაური სალვადორში.[1][2][3]
კლაუდია როდრიგეს დე გევარა | |
სალვადორის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 დეკემბერი, 2023 – 1 ივნისი, 2024 | |
წინამორბედი | ნაიიბ ბუკელე |
მემკვიდრე | ნაიიბ ბუკელე |
დაბადებული | 1980 / 1981 სალვადორი |
განათლება | ფრანსისკო გავიდიას უნივერსიტეტი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, ბუღალტერი |
კლაუდია როდრიგესი 2019-2023 წლებში იყო პრეზიდენტ ბუკელეს ფინანსური მენეჯერი. 2021 წელს როდრიგესი დანიშნეს მუნიციპალური სამუშაოების დირექტორად, ხოლო 2022 წელს იგი გახდა ბუკელეს პირადი მდივანი. 2023 წლის 30 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ბუკელემ და ვიცე-პრეზიდენტმა ფელიქს ულიოამ შვებულება აიღეს 2024 წლის არჩევნებში ხელახლა მონაწილეობისათვის, როდრიგესი საკანონმდებლო ასამბლეამ აირჩია პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად, თანამდებობა მან დაიკავა მომდევნო დღეს. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად მისი დანიშვნა ადვოკატებმა გააკრიტიკეს და უწოდეს არაკონსტიტუციური.[4]
ბიოგრაფია
რედაქტირებაროდრიგესი დაიბადა 1980 ან 1981 წელს.[5][6] სწავლობდა ხოსე საბერლიო პონსეს ქრისტიანულ კოლეჯში[7] და შემდეგ სწავლა გააგრძელა ფრანსისკო გავიდიას უნივერსიტეტში. იგი ასევე სწავლობდა სალვადორის ბუღალტერთა კორპორაციაში.[8]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Quién es Claudia Juana Rodríguez de Guevara, la Presidenta Interina de El Salvador que Sustituirá a Bukele Durante su Licencia de 6 Meses es. BBC (1 December 2023). ციტირების თარიღი: 1 December 2023
- ↑ Romero, Fátima. ¿Quién es Claudia Rodríguez, la Presidenta Interina que Reemplazará a Bukele en su Licencia? es. Bloomberg Línea (1 December 2023). ციტირების თარიღი: 1 December 2023
- ↑ Claudia Juana Rodríguez de Guevara: Quién es la Mujer que Asumirá la Presidencia Tras Salida de Bukele es. Prensa Libre (1 December 2023). ციტირების თარიღი: 1 December 2023
- ↑ Secretaria Privada de Bukele Ocupará la Presidencia Durante Licencia del Mandatario es. Swiss Info (1 December 2023). ციტირების თარიღი: 2 December 2023
- ↑ Congreso de El Salvador Concede Licencia a Bukele; Designan a Claudia de Guevara como Presidenta en Funciones es. Emisoras Unidas (1 December 2023). ციტირების თარიღი: 1 December 2023
- ↑ El Salvador Tendrá su Primera Mujer Presidente: Bukele Abandona el Poder para Buscar la Reelección en 2024 es. El Colombiano (1 December 2023). ციტირების თარიღი: 1 December 2023
- ↑ Magaña, Yolanda. ¿Quién es Claudia Juana Rodríguez de Guevara, Designada Presidencial de Bukele? es. El Mundo (1 December 2023). ციტირების თარიღი: 1 December 2023
- ↑ Claudia Juana Rodríguez de Guevara (Vigente) es. Government of El Salvador (8 March 2022). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 აპრილი 2023. ციტირების თარიღი: 30 November 2023