კლაუდია კრისტიანი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კლაუდია კრისტიანი (ინგლ. Claudia Christian დ. 10 აგვისტო, 1965, გლენდეილი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და ავტორი. ის ცნობილია როლებით: სიუზან ივანოვა Babylon 5-ში, კაპიტანი მაინარდი Fox-ის 9-1-1-ში.[1] ის, ასევე, ცნობილია როგორც ჰერას ხმა Netflix-ის სერიალში Blood of Zeus.[2]

კლაუდია კრისტიანი
დაბადების თარიღი 10 აგვისტო, 1965 (1965-08-10) (59 წლის)
გლენდეილი, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1984-დღემდე

ადრეული წლები

რედაქტირება

კლაუდია კრისტიანი დაიბადა გლენდეილში, კალიფორნია, ჰილდეგარდის და ჯეიმზ მაიკლ კოგლანის ოჯახში, ის მათი ერთადერთი ქალიშვილია. დედა გერმანიიდანაა, მამას კი ირლანდიური წარმოშობა აქვს. კრისტიანი და მისი სამი უფროსი ძმა კონექტიკუტში იზრდებოდნენ. მისი ერთ-ერთი უფროსი ძმა მოკლა მთვრალმა მძღოლმა, როდესაც ოჯახი ცხოვრობდა ჰიუსტონში, რის შემდეგაც ისინი გადავიდნენ კალიფორნიაში. ამ დროს კლაუდია 14 წლის იყო.[3] მან სახელი შეიცვალა (მისი ძველი სახელი იყო კოგლანი) და გადავიდა ჰოლივუდში სამსახიობო კარიერის დასაწყებად.[4]

კლაუდიას პირველი გამოჩენა ეკრანზე იყო, როდესაც ხუთი წლისაც კი არ იყო. მისი სატელევიზიო ნამუშევარი მოიცავდა შემდეგს: Falcon Crest, Quantum Leap, Matlock, Murder, She Wrote, L.A. Law და It's Garry Shandling's Show, ასევე, სერიალს Berrenger's.[5]

იგი ასევე გამოჩნდა სატელევიზიო ფილმებში Lies of the Twins იზაბელა როსელინისთან ერთად,[6] Calendar Girl Murders-ში შერონ სტოუნთან ერთად, A Masterpiece of Murder-ში ბობ ჰოუპთან და დონ ამეჩესთან ერთად, Kaleidoscope-ში ჯაკლინ სმიტთან და კოლინ დიუჰერსტთან ერთად. ის, ასევე, თამაშობდა ფეი დანავეის ქალიშვილის როლს ფილმში Columbo: It's All in the Game.

კრისტიანის კინოკარიერა დაიწყო ფილმებით Clean and Sober მორგან ფრიმენთან და მაიკლ კიტონთან ერთად, Never on Tuesday ენდრიუ ლაუერთან და პიტერ ბერგთან ერთად, The Hidden კაილ მაკლაჩლანთან ერთად, 20th Century Fox-ის The Chase ჩარლი შინთან ერთად.

1994 წლიდან 1998 წლამდე კრისტიანი მეთაურ სიუზან ივანოვას როლს თამაშობდა Babylon 5-ში. მან დატოვა სამეცნიერო ფანტასტიკის სერიალი, როდესაც ბოლო სეზონისთვის საკონტრაქტო მოლაპარაკებები ჩაიშალა. სერიალის შემქმნელი ჯ. მაიკლ სტრაჩინსკი ამტკიცებს, რომ კლაუდიამ საკუთარი სურვილით აირჩია წასვლა,[7] ხოლო კრისტიანი ამტკიცებს, რომ მას სურდა დაბრუნება ფინალურ სეზონში, მაგრამ გაათავისუფლეს, როდესაც მოითხოვა იმ ეპიზოდების რაოდენობის შემცირება, რომელშიც ის გამოჩნდებოდა.[8] კრისტიანი მაინც გამოჩნდა სერიალის ფინალში, გაიმეორა თავისი როლი Babylon 5: In the Beginning და Babylon 5: Thirdspace.

კრისტიანი შიშველი პოზირებდა Playboy-ის 1999 წლის ოქტომბრის ნომრისთვის.

Babylon 5-ის წარმატების შემდეგ, კრისტიანმა ითამაშა სერიალებში, მათ შორის Highlander: The Series, Judd Apatow's Freaks and Geeks, NYPD Blue, Everwood, Nip/Tuck, Grimm, Criminal Minds, Castle, The Mentalist და NCIS. მან ასევე ითამაშა ბრიტანულ სერიალში Starhyke, Showtime's Look-ზე და BBC-ის კომედიურ სერიალში Broken News. გარდა ამისა, კრისტიანმა ითამაშა ჯანინ ფოსტერი Doctor Who-ში და გამოჩნდა ფილმებში The Garden with Lance Henriksen და Half Past Dead სტივენ სიგალთან ერთად.

2020 წლიდან კრისტიანი ჩნდება როგორც კაპიტანი ელეინ მეინარდი Fox-ის სერიალში 9-1-1 და როგორც ქალღმერთ ჰერას ხმა Netflix-ის სერიალში Blood of Zeus. ის ასევე ახმოვანებს პერსონაჟებს მთავარ ვიდეო თამაშებში, მათ შორისაა Call of Duty: Infinite Warfare, The Elder Scrolls V: Skyrim, Fallout 4 და Pizza Morgana.

სამსახიობო კარიერის მიღმა, კრისტიანი არის როგორც მხატვრული, ასევე არამხატვრული წიგნების ავტორი. მისი არამხატვრული ნამუშევრები მოიცავს მემუარებს „My Life with Geeks and Freaks“, განახლებულ ავტობიოგრაფიას Babylon Confidential: A Memoir of Love, Sex, and Addiction, Journeys: Inspirational Stories of Recovery from Alcohol Addiction Using a Breakthrough Scientific Method. Scientific Method[9]. ის, ასევე, არის კულინარიული წიგნის Snack Hacks-ის თანაავტორი მარკ მიშელთან ერთად. მან ასევე დაწერა შესავალი წიგნის მე-2 გამოცემისთვის: The Cure for Alcoholism: The Medically Proven Way to Eliminate Alcohol Addiction.

მისი მხატვრული ნამუშევრებია The Misadventures of Miss Emma Bradford, Wolf's Empire: Gladiator და The Original: The Trials of Sara Larkin.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • "Revenge is a Bitch to Swallow", short-story, published in Forbidden Love Issue 2: Wicked Women
  • My Life with Geeks and Freaks, autobiography, published by Yard Dog Press
  • Babylon Confidential: A Memoir of Love, Sex, and Addiction, autobiography
  • Wolf's Empire: Gladiator, novel, co-written with Morgan Grant Buchanan, 2016

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. '9-1-1': Ronda Rousey's Lena Sweats Off Some Steam in a Fight Club (October 21, 2019). ციტირების თარიღი: November 24, 2020
  2. The Greek Mythology Behind 'Blood of Zeus' on Netflix (October 28, 2020). ციტირების თარიღი: November 24, 2020
  3. Meyers, Joe. (October 17, 2013) Fairfield County native writes of Hollywood, alcoholism. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 12, 2022. ციტირების თარიღი: November 23, 2020
  4. Claudia Christian's A Geek!: Retrocrush Interviews Claudia Christian. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 4, 2012. ციტირების თარიღი: July 3, 2012
  5. Gostin, Nicki. (March 26, 2015) QA: 'Babylon 5' star Claudia Christian lived with Dodi Fayed, slept with Clooney, shut down Shatner. ციტირების თარიღი: November 24, 2020
  6. Lies of the Twins (TV) (1991), https://www.filmaffinity.com/us/film217991.html. წაკითხვის თარიღი: November 24, 2020
  7. Joe M. Straczynski, Claudia Christian (quoted from correspondence). About Claudia Christian's Departure. The Lurker's Guide to Babylon 5.
  8. Christian, Claudia, Buchanan, Morgan Grant. Chapter 8. Death by irony // Babylon Confidential: A Memoir of Love, Sex, and Addiction. BenBella Books, 2012. P. 132–134. ISBN 978-1-93785606-9.
  9. Christian, Claudia (March 24, 2020). Journeys: Inspirational Stories Of Recovery From Alcohol Addiction Using A Breakthrough Scientific Method. Floating World Press. ISBN 978-0-6482831-6-4.