კლაიდესდალური ცხენი
კლაიდესდალური ცხენი — ტვირთმზიდი ცხენის ჯიში. გამოყვანილია XIX საუკუნის დასაწყისში შოტლანდიაში. ულაყის ცოცხალი მასაა 900-1000 კგ. ფერად ქურანა ან წაბია. რუსეთში შემოიყვანეს XIX საუკუნეში. მას იყენებდნენ ვლადიმირის, ივანოვის, ულიანოვსკის, ტამბოვის ოლქებში ადგილობრივი შესაბმელი ცხენების გასაუმჯობესებლად. კლაიდესდალური ცხენის მოშენებას მისდევენ ინგლისში, აშშ-ში, კანადაში, იტალიაში, სამხრეთ ამერიკასა და ავსტრალიაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 542.