კლავდიუსი (გვარი)

(გადამისამართდა გვერდიდან კლავდიუსები)
Lupa romana.jpeg

რომაული გვარები
ანტონიუსების გვარი
ემილიუსების გვარი
კლავდიუსების გვარი
კორნელიუსების გვარი
იულიუსების გვარი
ცეცილიუსების გვარი
ვალერიუსების გვარი
ფაბიუსების გვარი
იუნიუსების გვარი
მანლიუსების გვარი

კლავდიუსების (ლათ. Claudii, gens Claudia) — საბინური წარმოშვების პატრიციული გვარი ერთ-ერთი უძველესია ძველ რომში. ვარაუდობენ რომ, გვარი კლავდიუსი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან Claudeo, რაც კოჭლობას ნიშნავს, შესაძლოა პირველი კლავდიუსი კოჭლი იყო.

ისტორიარედაქტირება

გადმოცემის თანახმად ამ გვარის პირველი წარმომადგენელი საბინელი იყო. ძვ. წ. 504 წელს იგი გადმოსახლდა რომში თავისი მრავალრიცხოვანი კლიენტებითურთ[1]. აპიუსს და მის თანამგზავრებს რომაელებმა მისცეს მოქალაქეობა და მდინარე ანიენის გაღმა მიწები. შემდეგ აპიუსის მიწებში კიდევ ჩასახლდა ხალხი და შეიქმნა კლავდიუსის ტრიბი. აპიუსი სენატორადაც აირჩიეს.

კლავდიუსების გვარის უფროს ვაჟებს ტრადიციისამებრ საუკუნეებგის განმავლობაში არქმევდნენ აპიუსს. კლავდიუსები რესპუბლიკის პერიოდში ხშირად იყვნენ მაგისტრატუსები. სწორედ ამ გვარის წარმომადგენლები გახდნენ იმპერატორთა პირველი დინასტიის წარმომადგენლები. უკანასკნელი კლავდიუსი იმპერატორი იყო ნერონი, რომლის სიკვდილის შემდეგ ძირითადი შტო შეწყდა.

კლავდიუსების შტოებირედაქტირება

კლავდიუსების გვარში სამი ძირითადი შტო იყო:

კლავდიუსების ცნობილი წარმომადგენლებირედაქტირება

ნერონის სიკვდილის შემდეგ კლავდიუსების ძირითადი შტო შეწყდა.

ამ გვარის სხვა ცნობილი წარმომადგენლები:

შენიშვნებირედაქტირება

  1. ამას ადასტურებს პლუტარქეც პუბლიკოლას ბიოგრაფიაში და ის ფაქტიც რომ კლავდიუსების ტრიბი შეიქმნა ძვ. წ. 495 წელს. ხოლო გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსის (ტიბერიუსის ბიოგრაფია) და აპიანეს (მეფეების ისტორია) ცნობებით ეს ჯერ კიდევ მეფეების დროს მოხდა.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება