კიუსიუს უნივერსიტეტი
კიუსიუს უნივერსიტეტი (იაპონ. 九州大学, აბრ. კიუდაი (九大, Kyūda)) ― იაპონიის ეროვნული უნივერსიტეტი. მდებაროება ფუკუოკაში, კუნძულ კიუსიუზე.
| |
დაფუძნდა | 1911 |
---|---|
ტიპი | უნივერსიტეტი და სამეცნიერო გამომცემლობა |
თავმჯდომარე | Chiharu Kubo[1] |
სტუდენტი | 18 560[2] |
ქვეყანა | იაპონია |
კავშირები | arXiv[3] , ORCID[4] , Association of Pacific Rim Universities[5] და Open Education Global[6] |
https://www.kyushu-u.ac.jp/ja/ და https://www.kyushu-u.ac.jp/en/ |
კიუსიუს უნივერსიტეტი მე-4 საიმპერიო უნივერსიტეტი იყო იაპონიაში. 2020 წელს Times Higher Education Japan University Rankings-ის მიხედვით უნივერსიტეტი მე-4 ადგილზე იყო.[7] შედის იაპონიის მთავრობის მიერ შემუშავებული გლობალური საუნივერსიტეტო პროექტის ტოპ ტიპის უნივერსიტეტებში და ერთ-ერთია 10 დაგეგმილ ეროვნულ უნივერსიტეტს შორის. კიუსიუს უნივერსიტეტი იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კვლევაზე ორიენტირებულ უნივერსიტეტად ითვლება. ტოკიოს, ვასედას, პეკინის და სხვა უნივერსიტეტებთან ერთად შედის თავისუფალი ხელოვნებების აზიური უნივერსიტეტების ალიანსში.
კიუსიუს უნივერსიტეტის ისტორია 1867 წლიდან იწყება, როდესაც ფუკუოკაში სამეიდიცნო სკოლები გაიხსნა. სკოლა კიოტოს საიმპერიო უნივერსიტეტის ფუკუოკის სამედიცინო კოლეჯად გადაკეთდა 1903 წელს. 1911 წელს დამოუკიდებელი გახდა და კიუსიუს საიმპერიო უნივერსიტეტი ეწოდა. 1922 წლის 25 დეკემბერს უნივერსიტეტს ალბერტ აინშტაინი ეწვია.[8]
2016 წლის მონაცემებით უნივერსიტეტში 2 089 უცხოელი სტუდნეტი ირიცხებოდა. უნივერსიტეტი შერჩეულია 30 გლობალური უნივერსიტეტის პროგრამასა და ტოპ 13 გლობალური უნივერსიტეტის პროექტში.[9]
კიუსიუს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
რედაქტირებაისტორია
რედაქტირებაკიუსიუს უნივერსიტეტი ერთ-ერთია 7 ყოფილი საიმპერიო უნივერსიტეტიდან, რომლებიც მეიძის პერიოდში შეიქმნა. უნივერსიტეტი უდიდესი კვლევითი უნივერსიტეტია კიუსიუს რეგიონში. კვლევითი ცენტრები 11 სხვადასხვა აკადემიურ დაწესებულებაშია განთავსებული, რომლებიც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოციალურ მეცნიერებათა, მედიცინისა და მეცნიერების სფეროებს იკვლევენ.
კიუსიუს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მედიცინის მეცნიერებათა და სტომატოლოგიურ მეცნიერებათა ფაკულტეტთანაა აფილირებული.
1867 წელს ლორდების შვილებისთვის კუროდას კლანმა დასავლური მედიცინის (სანსეიკანი) ინსტიტუტი დააარსა. დღევანდელი კიუსიუს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ისტორია ამ სკოლასთან აფილირებული კლინიკიდან იწყება. 1879 წელს მეიძის პერიოდის დაწყებისას კლინიკა ფუკუოკის პრეფექტურის სამედიცინო სკოლის აფილირებლი ჰოსპიტალი გახდა. 1903 წელს კიოტოს საიმპერიო უნივერსიტეტის სასკოლო ფილიალი, ფუკუოკის სამედიცნო კოლეჯი დაარსდა. 1911 წელს ფუკუოკაში კიუსიუს საიმპერიო უნივერსიტეტი დაარსდა და ჰოსპიტალი ამ უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტს მიუერთდა. 1931 წელს ბალნეოთერაპიის კვლევითი ინსტიტუტი დაარსდა ბეპუში, ოიტის პრეფექტურაში.
1947 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩატარებული უნივერსიტეტის რეფორმის შემდეგ ჰოსპიტალს სახელი შეეცვალა და კიუსიუს უნივერსიტეტის მედიცინის მეცნიერებათა ფაკულტეტის აფილირებული ჰოსპიტალი ეწოდა. შეიქმნა 15 დეპარტამენტი, მათ შორის სტომატოლოგიური დეპარტამენტიც. 1967 წელს სტომატოლოგიური მეცნიერების ფაკულტეტი დამოუკიდებელი დაწესებულება გახდა და სტომატოლოგიური მეცნიერების ფაკულტეტის აფილირებული ჰოსპიტალი გაიხსნა. 2003 წელს მედიცინის მეცნიერებათა ფაკულტეტი, სტომატოლოგიური მეცნიერების ფაულტეტი და ბიორეგულაციების სამედიცინო ინსტიტუტი გაერთიანდა და კიუსიუს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი შეიქმნა. 2000 წელს დაწყებული ახალი ჰოსპიტალის მშენებლობა 2009 წელს დასრულდა.
აკადემიური რეიტინგი
რედაქტირება2020 წელს Times Higher Education Japan University Rankings-ის სიაში კიუსიუს უნივერსიტეტს მე-5 ადგილი ეკავა,[7] რაც 2019 წელთან შედარებით 1 ადგილით ნაკლებია.[10] კავაიჯუკუს სკოლის რეიტინგში კიუსიუს უნივერსიტეტი მე-7 საუკეთესო უნივერსიტეტადაა დასახელებული იაპონიის მასშტაბით.[11]
2020 წლის QS-ის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში კიუსიუს უნივერსიტეტს 132-ე ადგილი ეკავა,[12] ხოლო Times-ის რეიტინგში 401-500 ადგილზე იყო.[13] QS-ის მონაცემებით სფეროების მიხედვით უნივერსიტეტის შედეგები შემდეგია: ინჟინერია და ინფორმაციული ტექნოლოგიები ― 123-ე ადგილი, სიცოცხლის მეცნიერებები და ბიომედიცინა ― 170-ე ადგილი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ― 150-ე ადგილი. QS-ის აზიური უნივერსიტეტების რეიტინგში უნივერსიტეტს მე-18 ადგილი უკავია.[14]
კვლევითი რეიტინგი
რედაქტირებაკიუსიუს უნივერსიტეტი იაპონიის ერთ-ერთი მთავარი კვლევითი ინსტიტუტია. Thomson Reuters-ის მიხედვით იგი იაპონიის მე-6 საუკეთესო კვლევითი უნივერსიტეტია. უნივერსიტეტის კვლევითი სტანდარტი განსაკუთრებით მაღალია მასალათმცოდნეობაში (მე-6 იაპონიაში, 49-ე ― მსოფლიოში), ქიმიაში (მე-6 იაპონიაში, 41-ე ― მსოფლიოში), ბიოლოგია-ბიოქიმიაში (მე-4 იაპონიაში, 95-ე ― მსოფლიოში), იმუნოლოგიაში (მე-4 იაპონიაში, 68-ე ― მსოფლიოში), ფარმაკოლოგიასა და ტოქსიკოლოგიაში (მე-4 იაპონიაში, 76-ე ― მსოფლიოში).[15]
ცნობილი კურსდამთავრებულები
რედაქტირებაკიუსიუს უნივერსიტეტის ცნობილ კურსდამთავრებულებს შორის არიან: კოიჩი ვაკატა ― კოსმონავტი, პირველი იაპონელი მეთაური საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე; ტოიუკი კუნიტაკე ― ქიმიკოსი და მასალათმცოდნე, 2015 წლის კიოტოს პრემიის ლაურეატი; კოსუკე მორიტა ― ექსპერიმენტული ბირთვული ფიზიკოსი, ელემენტი 113-ის აღმომჩენი იაპონური ჯგუფის ხელმძღვანელი; ტეცუ ნაკამურა ― ფიზიოლოგი, იაპონიის სამშვიდობო სამედიცინო სერვისების ხელმძღვანელი, რამონ მაგსაისაის ჯილდოს მფლობელი (2003); და სხვ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.kyushu-u.ac.jp/en/university/president/organization
- ↑ https://www.kyushu-u.ac.jp/f/48167/gakusei_gakubu20220501.pdf
- ↑ Our Members / Tier 5
- ↑ https://web.archive.org/web/20231020113811/https://orcid.org/members
- ↑ https://web.archive.org/web/20240124080102/https://www.apru.org/members/
- ↑ https://web.archive.org/web/20230322221352/https://www.oeglobal.org/about-us/members-list/
- ↑ 7.0 7.1 Japan University Rankings 2020. Times Higher Education (THE) (2020-05-30). ციტირების თარიღი: 2020-05-30
- ↑ 九州大学物理学教室企画・主催. (2005-09-10) 世界物理年2005記念イベント 子どももおとなも楽しめるアインシュタインの宇宙. 九州大学物理学教室. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-14. ციტირების თარიღი: 2012-05-01
- ↑ Selection for the FY 2014 Top Global University Project. MEXT.
- ↑ Japan University Rankings 2019. Times Higher Education (THE) (2020-05-30). ციტირების თარიღი: 2020-05-30
- ↑ Kawai 30 Top Japanese Universities. Kawaijuku (2001). ციტირების თარიღი: April 29, 2011.
- ↑ QS World University Rankings 2020: Top Global Universities | Top Universities. Top Universities (2020-03-18). ციტირების თარიღი: 2020-03-18
- ↑ World University Rankings en (2017-08-18). ციტირების თარიღი: 2019-05-14
- ↑ QS University Rankings: Asia - 2011. Top Universities (2012-12-19). ციტირების თარიღი: 2013-11-08
- ↑ Thomson Reuters 20 Top research institutions in Japan ja. Thomson Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-13. ციტირების თარიღი: 2022-11-05. (this ranking includes non-educational institutions)