კისისხევის საცხოვრებელი სახლი

კისისხევის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ კისისხევის ჩრდილო-აღმოსავლეთით განაპირას, თბილისი-თელავის გზატკეცილის მარცხენა მხარეს, გზის პირას. თარიღდება XIX საუკუნის II ნახევრით. ეკუთვნის ქობულაშვილებს.

შენობა ორსართულიანია. მისი გეგმა აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ოდნავ წაგრძელებულ სწორკუთხედშა მოქცეული. წარმოადგენს ქალაქური ტიპის საცხოვრებელს. დროთა განმავლობაში, სახლი სხვადასხვა დანიშნულებისათვის გამოიყენებოდა, ამიტომ თავდაპირველი სახე შეცვლილი აქვს. შენობა შედგება ქრონოლოგიურად ძირითადი, თავდაპირველი ნაწილი, შეიცავს მთლიანად ქვემოთ სართულს და II სართულის დაახლოებით 1/3-ს, სართულის დანარჩენი ნაწილი ნშენებლობის მომდევნო ეტაპისაა. იგი თავდაპირველი ნაწილისაგან, როგორც დაგეგმარების ხასიათით, ისე კარ-სარკმლების მორთულობითაც განხვავდება ამასთან, ამ ნაწილებს ერთმანეთისგან განსხვავებული სიმაღლეც აქვს და დამოუკიდებელი სახურავით არიან გადახურული. სახლს ორი შესასვლელი აქვს. მთავარი შესასვლელი აღოსავლეთიდანაა. გვერდის ფასადის შუაში. შესასვლელის წინ მოაჯირით შემოზღუდული და ორფერდა სახურავით გადახურული ბაქანია. ბაქანის სწორკუთხაა, შვერილ ნაწილზე, მთავარი ფასადის მხრიდან, მიდგმულია წრის მეოთხედის ფორმის, ექვსსაფეხურიანი ქვის კიბე. ბაქნის ქვემოთ სარდაფში ჩასასვლელი კიბეა. მეორე შესასვლელი სართულს აივნიდანაც ჰქონია. ამაჟამად აივნის ეს ნაწილი სახეშეცვლილია და არც თავდაპირველი კიბის კვალი ჩანს ერთ, რამდენადმე მცირე კარი, მეორე, გვერდის გასაღის მხრიდანაცაა და როგორც ჩანს, დამხმარე დანიშნულება ჰქონდა.

შენობის პირველ სართულზე თითქმის თანაბარი ფართობის ექვსი სახოვრებელი ოთახი. ფართო კიბის უჯრედი, მცირე ზომის სადგომი და გადახურული, სისსვეტებიანი აივანია. აივანი გზის მხარესაა მთავარი ფასადის სიგრძის 2/3 ის გაყოლებით. II სართულზე, ფართობის მნიშვნელოვან მონაკვეთზე, ოთახთა ანლაგება 1 სართულის ანალოგიურია. სართულის დანარჩენი ნაწილი მოგვიანებით არის გაკეთებული. შეცვლილია თავდაპირველი გეგმარებიც.

სარდაფში სამი, მოზრდილი ოთახია. რეებიც ერთმანეთს შესასვლელებით უკავშირდება. მათგან სახლის ზურგის მხარეს მდებარე ოთხი ერთიანი კამარითაა გადახურული, დანარჩენ ორს კი ხის კოჭოვანი, ბრტყელი ჭერი აქვს. შენობის სართულშუა გადახურვები ხის მძლავრ კოჭებზეა გამართული. გათმობისთვის გამოყენებულია კედლის ღუმელები.

ფასადები მარტივადაა გაფორმებული მეტ-ნაკლებად გამოირჩევა გზის მხარეს მოქცეული ჩრდილოეთის ფასადი. რის უმეტესს ფართობს ერთი მეორეს ზემოთ მდევარე, I და II სართულების ხისსვეტებიანი, გადახურული აივნები მოიცავს. აივნებს ჭვირული ელემენტებით დამუშავებული მოაჯირეები აქვს. ფასადის დანარჩენი ნაწილი მშენებლობის მომდევნო ეტაპს მიეკუთვნება ამ ნაწილს, კიდეებზე, განიერი პილასტრებიაუყვება და ლავგარდნითაა დასრულებული. პილასტრებს სწორხაზოვანი პროფილი აქვს. იგი კედლის წყობიდან მოკლე გვერდებით გამოშვერილი აგურებისგან შედგენილი ორი, ვიწრო ზოლითა და მათ შორის მოქცეული სიბრტისგან შედგება. მსგავსი პილასტრი კედლის ღერძზეა, I სართულის მთელ სიმაღლეზეცაა გამოყოფილი. ფასადის სიბრტყიდან, II სართლის დონეზე, წინწამოწეული იყო ღია, დაკიდული აივანი, ამჟამად მისგან მხოლოდ ხის საყრდენი ძელების კვალიღაა შემოღჩენილი. ფასადზე კარ-სარკმლების მნიშვნელოვანი ნაწილი ნალესობაში გამოყვანილი, რთლი პროფილის ჩარჩოშია ჩასმული. შენობის დანარჩენი ფასადები მხოლოდ სარკმლების ღიობებითაა დანაწევრებული.

შენობა დგას ცოკოლზე რომელიც თითქმის სართულის ნახევრის სიმღლისაა. იქვე, სახლთან ახლოს, რამდენიმე მცირე ზომის, ერთსართულიანი ნაგებობაა. სავარაუდოდ, ისინი სახლთან იყვნენ დაკავშირებული და ძირითადად, სამეურნეო დანიშნულება ჰქონდათ.

ლიტერატურა რედაქტირება