კისეს ხიდი

ხიდი ქუთაისში, სოფელ კისეში, მდინარე სუგორენზე

კისეს ხიდი — ხიდი თურქეთში, ხოფის სიახლოვეს, სოფელ კისეში, მდინარე სუგორენზე. ხიდი გამართულია და კარგადაა დაცული. ზედა სავალი ნაწილი ბეტონის საფეხურებით დაუნაწევრებიათ, დაუმატებიათ მოაჯირებიც. ჩანს, რომ თაღის ზედა ნაწილი „კეხის“ სიახლოვეს ჩანგრეულა და მოგვიანებით აგურის წყობით განუახლებიათ. თაღის ფორმა ე. წ. ტიუდორების თაღს ემსგავსება. სტატისტიკური მონაცემები: ხიდის სიგრძე — 17 მ, სიგანე — 2,70 მ, სიმაღლე წყლის ზედაპირიდან „კეხამდე“ — 6 მ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 66 ISBN 978-9941-0-6458-6.