კირილ დენისოვი
კირილ დენისოვი (დ. 25 იანვარი, 1988) — რუსი ძიუდოისტი. ასპარეზობდა -90კგ წონით კატეგორიაში. ამჟამად ასპარეზობს -100კგ წონით კატეგორიაში. 2013 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი. 2015 წელს მოიგო ევროპული თამაშები. 2009, 2013, 2014 და 2015 წლებში დამარცხდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. 2017 წელს -100კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ამავე წელს მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე. 2010, 2013 და 2017 წლებში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე. რუსეთის ნაკრებთან ერთად 2010 და 2015 (2015 წლის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა ევროპული თამაშების ფარგლებში) წლებში მოიპოვა გუნდური ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე.
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 25 იანვარი, 1988 (36 წლის) |
დაბ. ადგილი | Tryokhgorny |
სიმაღლე | 1,82 |
ქვეყანა | რუსეთი |