კირილე უკლებას ქუჩა

კირილე უკლებას ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს მთაწმინდის რაიონში (მთაწმინდა); ნიაღვრის ქუჩიდან ბესიკის მოედნამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. ადრე იყო ნიაღვრის ქუჩის I შესახვევი. დატანილია თბილისის 1900 წლის გეგმაზე. კირილე უკლებას სახელი ეწოდა 1999 წელს. შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები.

კირილე უკლებას ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
უბანი მთაწმინდა
წინა სახელები ნიაღვრის ქუჩის I შესახვევი

ლიტერატურა

რედაქტირება