კირა (ქალაქი)
კირა (ინგლ. Kira Town) — ქალაქი უგანდის ცენტრალური რეგიონის ვაკისოს ოლქში. მისი მოსახლეობა 2014 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 313 761 ადამიანს[1][2], რითაც იგი მოსახლეობის რაოდენობით ქვეყნის მეორე ქალაქია.
ქალაქი | |
---|---|
კირა ინგლ. Kira Town | |
ქვეყანა | უგანდა |
რეგიონი | ცენტრალური რეგიონი |
ოლქი | ვაკისოს ოლქი |
კოორდინატები | 0°23′50″ ჩ. გ. 32°38′20″ ა. გ. / 0.39722° ჩ. გ. 32.63889° ა. გ. |
ქალაქის მერი | მამერიტო მუგერვა |
ფართობი | 98,83 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1190 მ |
მოსახლეობა | 313 761 კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 3174,75 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
გეოგრაფია
რედაქტირებაქალაქი მდებარეობს დაახლოებით 16 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით უგანდის დედაქალაქ კამპალის ცენტრალურ საქმიანი რაიონიდან.[3]
ადმინისტრაცია
რედაქტირებაქალაქი კირა დაყოფილია 6 ადმინისტრაციულ რაიონად (ინგლ. Ward). რომლებიცაა:[4]
- Bweyogerere
- Kimwanyi
- Kira
- Kireka
- Kirinnya
- Kyaliwajjala
ქალაქის პოლიტიკური მმართველია მერი[5], რომელიც ირჩევა ხუთი წლის ვადით საყოველთაო არჩევნების საშუალებით. უმაღლესი დირექტიული ორგანოა 24 არჩეული დეპუტატისაგან შემდგარი ქალაქის საბჭო.[5]
მოსახლეობა
რედაქტირებაქალაქ კირას მოსახლეობა იზრდებოდა უკანასკნელ ათწლეულში ქვეყნის სხვა ქალაქების საშუალო მაჩვენებლებზე შედარებით უფრო ჩქარი ტემპებით. სწრაფი ზრდის ტემპი ნაწილობრივ აიხსნება მისი სიახლოვით დედაქალაქ კამპალასთან.[6] კირა ასევე გარეუბანია (ინგლ. Commuter town) დედაქალაქისათვის.[7][8][9]
ეკონომიკა
რედაქტირებაახალგაზრდების დიდი რაოდენობა დაკავებულია ბოდა-ბოდათი (მოტოციკლეტი და ველოსიპედი) და ავტომობილებით გადაყვანის მომსახურებაზე.[10] კიდევ უფრო მატულობს ქალაქ კირას მაცხოვრებლების რაოდენობა დედაქალაქ კამპალაში საშტატო თანამდებობებზე, ხოლო უკან კირაში საღამოს ბრუნდებიან დასაძინებლად.[8][9]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Citypopulation (უგანდის ქალაქების მოსახლეობა 2014 წლის აღწერის მიხედვით)
- ↑ Geohive (2014 წლის მოსახლეობის აღწერა)
- ↑ Estimated Travel Distance Between Kampala And Kira With Map. Globefeed.com. ციტირების თარიღი: 18 April 2014.
- ↑ Seguya, Pius. Kira Town Municipality. Wordpress.com. ციტირების თარიღი: 18 April 2014.
- ↑ 5.0 5.1 Mukisa Philemon Kirunda, .. (December 2009) Public Participation In Solid Waste Management: Challenges And Prospects. A Case of Kira Town Council, Uganda (Thesis for Master of Science at the University of Agder, Kristianstad, Norway). University of Agder. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 4 May 2015.
- ↑ UBOS, .. (27 August 2014) The Population of The Regions of the Republic of Uganda And All Cities And Towns of More Than 15,000 Inhabitants. Citypopulation.de Quoting Uganda Bureau of Statistics (UBOS). ციტირების თარიღი: 21 February 2015.
- ↑ Ogwang, Joel. (15 September 2013) Uganda: Want A House? Build Rentals First. ციტირების თარიღი: 2 May 2015.
- ↑ 8.0 8.1 Omongin, Emmy. (18 December 2013) Know Your Hood - Bulindo, A Suburb Sprouting From Farmland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 2 May 2015.
- ↑ 9.0 9.1 Kaketo, Moses. (24 April 2015) Kira Town Council Risks Same Problems Kampala Is Facing. Linkedin.com. ციტირების თარიღი: 4 May 2015.
- ↑ Ssemujju, Ibrahim Nganda. (22 April 2015) How To Stop Boda Bodas From Finishing Our Youths. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 5 June 2015.