კიოში კუროსავა
კიოში კუროსავა (იაპონ. 黒沢 清; დ. 19 ივლისი, 1955) — იაპონელი კინორეჟისორი, სცენარისტი, კინოკრიტიკოსი და ტოკიოს ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორი. მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორს მრავალ ჟანრში უმუშავია, იგი ყველამე მეტად იაპონურ ჰორორში შეტანილი წვლილითაა ცნობილი.
კიოში კუროსავა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
19 ივლისი, 1955 კობე, იაპონია |
ალმა-მატერი | რიკიოს უნივერსიტეტი |
საქმიანობა | კინოროეჟისორი, სცენარისტი, კრიტიკოსი |
აქტიური | 1973-დღემდე |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკიოში კუროსავა 1955 წლის 19 ივლისს ქალაქ კობეში დაიბადა. მან ფილმების გადაღება დამამთავრებელ კლასებში დაიწყო. სკოლის დამთავრების შემდეგ იგი რიკიოს უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც გამოჩენილი კინოკრიტიკოსის, შიგეჰიკო ჰასუმის ხელმძღვანელობით სწავლობდა.[1] უნივერსიტეტში კორუსავა ფილმებს რვა მილიმეტრიან ფირზე იღებდა.[2] მან ანაზღაურებადი სარეჟისორო საქმიანობა 1980-იანი წლებიდან დაიწყო.[3][4] 1981 წელს მისი ფილმი „შიგარამი გაკუენ“ პიას კინოფესტივალზე ოშიმას პრემიაზე იყო ნომინირებული. 1983 წელს კუროსავამ პირველი მხატვრული ფილმი გადაიღო. მას პოპულარობა 1992 წლის ფილმმა „მცველი ჯოჯოხეთიდან“ მოუტანა.[5]
1990-იანი წლების დასაწყისში კუროსავამ სანდენსის ინსტიტუტის კონკურსში ორიგინალური სცენარით სახელწოდებით „ქარიზმა“ გაიმარჯვა და სტიპენდია მოიპოვა, რამაც საშუალება მისცა აშშ-ში კინოგანათლება მიეღო.[6]
საერთაშორისო აღიარება კურასავამ პირველად 1997 წელს კრიმინალური თრილერით „წამალი“ მოიპოვა.[7] იმავე წელს რეჟისორმა ორი თრილერი – „გველის გზა“ და „ობობას თვალები“ – გადაიღო. ორივე ფილმში მთავარ როლს შოუ აიკავა ასრულებს.[8]
1999 წელს კუროსავამ დეტექტიური ფილმი „ქარიზმა“ გადაიღო, რომელშიც მთვარ როლს კოძი იაკუშო თამაშობს.[6] 2000 წელს რეჟისორმა მარკ მაკშეინის რომანის „წვიმიანი შუადღის სეანსი“ კინოადაპტაცია სახელწოდებით „სეანსი“ გადაიღო. მისი მომდევნო ფილმი „პულსი“ 2001 წელს გამოვიდა.[9]
2003 წელს რეჟისორმა ორი ფილმი გადაიღო, ესენია: დრამა „ნათელი მომავალი“ და შავი კომედიის ჟანრის „დოპელგანგერი“. ორივე ფილმი კანის კინოფესტივალზე იყო ნომინირებული.
კუროსავა სარეჟისორო მოღვაწეობას 2005 წელს ფილმით „სხვენი“ დაუბრუნდა.[10] მას მოჰყვა „ანგარიშწორება“ 2006 წელს.[11]
2008 წელს კუროსავამ „ტოკიოს სონატა“ გადაიღო, რომელთან დაკავშირებითაც კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ რეჟისორი „ტიპური ჰორორიდან საოჯახო დრამის ჟანრში გადავიდა“.[12]
2012 წელს კუროსავამ ხუთნაწილიანი სატელევიზიო დრამა „სასჯელი“ გადაიღო.[13]
2013 წელს გამოვიდა რეჟისორის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის დრამა „ნამდვილი“, რომელშიც მთავარ როლებს ტაკერუ სატო და ჰარუკა აიასე ასრულებენ.[14] იმავე წელს კუროსავამ რომის მე-8 კინოფესტივალზე ფილმისთვის „მეშვიდე კოდი“ საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გაიმარჯვა.[15] კანის კინოფესტივალის იმავე ნომინაციაში რეჟისორმა 2015 წელს ფილმისთვის „მოგზაურობა სანაპიროსკენ“გაიმარჯვა. [16][17]
2016 წელს, ბერლინის 66-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე რეჟისორის ახალი თრილერის სახელწოდებით „უცნაური“ პრემიერა შედგა.[18]
2020 წელს ფილმისთვის „ჯაშუშის ცოლი“ ვენეციის 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე კუროსავამ ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისორისთვის მიიღო.[19]
სტილი და გავლენები
რედაქტირებასარეჟისორო სტილის მიხედვით კორუსავას ხშირად სტენლი კუბრიკსა და ანდრეი ტარკოვსკის ადარებენ, თუმცა მას ამ რეჟისორთა გავლენა არასოდეს აღუნიშნავს.[20] ერთ-ერთი ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მისი კინოხედვის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინეს ალფრედ ჰიჩკოკმა და იასუძირო ოძუმ.[21]
2009 წელს კუროსავამ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ თამაშობს მსახიობი კოძი იაკუშო მისი ფილმების უმრავლესობაში: „ჩვენ მსგავსი ღირებულებები და გრძნობები გვაკავშირებს, ერთი თაობის წარმომადგენლები ვართ და სწორედ ამიტომ მიყვარს მასთან ერთად გადაღებაზე მუშაობა.“[22]
ტიმ პალმერის მიხედვით, კიოში კუროსავას ფილმები ერთი მხრივ, მასობრივი ჟანრის ფორმებითა და მეორე მხრივ, ეზოთერულ და ინტელექტუალურ აბსტრაქციას შორის თავისებური პოზიციით გამოირჩევა. რეჟისორი თავის ნამუშევრებში გარემოსდაცვითი პრობლემებით დაინტერესებას ამჟღავნებს. მის ფილმებში ხშირად გვხვდება ღია სივრცეების, მიტოვებული შენობებისა და ტოქსიკური ნივთიერებებით დაბინძურებული გარემოს კადრები.[23]
როკიოს ხელოვნების უნივერსიტეტის სტატიაში კორუსავა აღნიშნავს, რომ კინოკრიტიკოსმა ჰასუმი შიგეჰიკომ, რომელსაც მენტორს უწოდებს, მის კინოკარიერაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა.[24]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Nozaki, Kan (2011). Opening Bazin. Oxford University Press, გვ. 327.
- ↑ D., Spencer. (23 August 2001) Interview with Director Kiyoshi Kurosawa. IGN.
- ↑ Rucka, Nicholas. (9 March 2009) Midnight Eye book review: The Films of Kiyoshi Kurosawa: Master of Fear. Midnight Eye.
- ↑ Mes, Tom. (14 November 2001) Midnight Eye review: Serpent's Path. Midnight Eye.
- ↑ 黒沢清 ja. ციტირების თარიღი: 2020-05-01
- ↑ 6.0 6.1 Mes, Tom. (20 March 2001) Midnight Eye review: Charisma. Midnight Eye.
- ↑ Mes, Tom. (20 March 2001) Midnight Eye review: Cure. Midnight Eye.
- ↑ Rosenbaum, Jonathan. (17 August 2001) Three films by Kiyoshi Kurosawa. JonathanRosenbaum.net.
- ↑ Mes, Tom. (21 June 2001) Midnight Eye review: Pulse. Midnight Eye.
- ↑ Tesse, Jean-Philippe. (January 2007) Critique. Loft by Kiyoshi Kurosawa. Cahiers du Cinema. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-19. ციტირების თარიღი: 2020-11-13.
- ↑ Hoover, Travis Mackenzie. (6 December 2006) J-horror Mash-Up: Kiyoshi Kurosawa's Retribution. Slant Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 February 2013.
- ↑ King, Susan. (22 March 2009) Kiyoshi Kurosawa provides domestic chills in 'Tokyo Sonata'.
- ↑ Fainaru, Dan. (29 August 2012) Penance - Review - Screen. Screen International.
- ↑ Lee, Maggie. (9 August 2013) Locarno Film Review: 'Real'. Variety.
- ↑ Blair, Gavin J. (18 November 2013). „Japanese Director Kiyoshi Kurosawa 'Very Surprised' About Two Wins at Rome Film Fest“. The Hollywood Reporter. Prometheus Global Media, LLC.
- ↑ 2015 Official Selection. Festival de Cannes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 April 2015. ციტირების თარიღი: 16 April 2015.
- ↑ Rebeccas Ford (23 May 2015). „Cannes: 'Rams' Wins Un Certain Regard Prize“. The Hollywood Reporter. Prometheus Global Media, LLC. ციტირების თარიღი: 23 May 2015.
- ↑ Shackleton, Liz. (24 February 2016) HKIFF to open with Trivisa, Chongqing Hotpot. Screen Daily. ციტირების თარიღი: 25 February 2016.
- ↑ "Kiyoshi Kurosawa wins best director award at Venice for 'Wife of a Spy'", The Japan Times, September 13, 2020, https://www.japantimes.co.jp/culture/2020/09/13/films/kiyoshi-kurosawa-best-director-award-venice/ დაარქივებული December 4, 2020[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ Cure DVD. “Interview with Kiyoshi Kurosawa." New York: Home Vision Entertainment/Janus Films, 2001.
- ↑ Sedia, Giuseppe. (October 2006) Interview with Kiyoshi Kurosawa Italian. Asia Express. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-23. ციტირების თარიღი: 2020-11-13.
- ↑ Erickson, Steve. (12 March 2009) Kiyoshi Kurosawa Composes "Tokyo Sonata". IFC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 13 ნოემბერი 2020.
- ↑ Palmer, Tim (2010). „The Rules of the World: Japanese Ecocinema and Kiyoshi Kurosawa“, Framing the World: Explorations in Ecocriticism and Film. University of Virginia Press. ISBN 978-0-8139-3006-0.
- ↑ 東京藝術大学 | 第六回 黒沢 清 大学院映像研究科映画専攻教授. ციტირების თარიღი: 2020-05-01