კინგ-ჯორჯის ოლქი (ვირჯინია)
დაარსებულია | 1728 |
შტატი | ვირჯინია |
ადმინისტრაციული ცენტრი | კინგ-ჯორჯი |
მოსახლეობა | 16 803 |
http://www.king-george.va.us |
---|
კინგ-ჯორჯის ოლქი — ოლქი რომელიც მდებარეობს ვირჯინიის შტატში. 2000 წლის მონაცემების მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა არის 16 803. ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია კინგ-ჯორჯი.
ეს ოლქი არ არის ვაშინგტონ–ბალტიმორის მეგაპოლისის ნაწილი
აქ დაიბადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯეიმზ მედისონი
ისტორია
რედაქტირებაკინგ-ჯორჯის ოლქი დაარსებულია 1720 წელს. ოლქს სახელი ეწოდა ინგლისის მეფის ჯორჯ I–ის პატივსაცემად.
გეოგრაფია
რედაქტირებააშშ-ის სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით ოლქის საერთო ფართობი შეადგენს 486 კმ². 466 კმ² არის ხმელეთი ხოლო 20 კმ² შეადგენს წყალს. მთლიანი ფართობის 4.15% არის წყალი.
ჩრდილოეთით მას ესაზღვრება მდინარე პოტომაკი, მდინარის მეორე ნაპირას არის ჩარლზის ოლქი. სამხრეთით კინგ-ჯორჯის ოლქს ესაზღვრება კაროლინის და ესექსის ოლქები; აღმოსავლეთით მდებარეობს ვესმორლენდის ოლქი ხოლო დასავლეთით სტაფორდის ოლქი.
დემოგრაფია
რედაქტირება2000 წლის აღწერის მიხედვით ოლქში ცხოვრობს 16 803 ადამიანი, 6 091 კომლი და 4 525 ოჯახი.
მოსახლეობის 77.69% არის თეთრკანიანი, 18.73% შავკანიანი, 0.48% ადგილობრივი ამერიკელი (ე.წ. ინდიელები), 1.01% აზიელები, 2.09 სხვა რასის წარმომადგენლები, ხოლო 1.79% ლათინოამერიკელები.