ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კიმ კემპბელი, ინგლ.Avril Phaedra Douglas 'Kim' Campbell (დ.1947 წ.) - კანადის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მთავრობის თავმჯდომარე, კანადის პირველი და ერთადერთი ქალი პრემიერ-მინისტრი, უმაღლესი სასამართლოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.

კიმ კემპბელი
კიმ კემპბელი
კანადის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ივნისი, 1993 – 4 ნოემბერი, 1993
წინამორბედიბრაიან მალრონი
მემკვიდრეჟან კრეტიენი

დაბადებული10 მარტი, 1947 (1947-03-10) (77 წლის)
პორტ-ალბერნი, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა
მოქალაქეობაკანადა
პოლიტიკური პარტიაპროგრესულ-კონსერვატიული პარტია
მამაჯორჯ თომას კემპბელი
დედაფილის მარგარეტი
მეუღლენათან დივინსკი 1972-83, ჰოვარდ ედი 1986-93, ჰერში ფელდერი 1997-
განათლებაბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტი
საიტიhttp://kimcampbell.com/

ბიოგრაფია

რედაქტირება

კიმ კემპბელი ბრიტანეთის კოლუმბიის ქ.პორტ-ალბერნიში დაიბადა. იგი 12 წლის იყო, როცა დედამ ოჯახი მიატოვა. სკოლაში ყოფნისას სახელად კიმი დაირქვა.[1]

16 წლის ასაკში იგი პირველი კანადელი გოგონა გახდა, რომელიც სკოლის სტუდენტური კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს. უმაღლესი განათლება მან მიიღო ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერების პროფესიით, შემდეგ კი დოქტორის ხარისხის დასაცავად ლონდონის ეკონომიკის სკოლაში სწავლობდა.

კიმ კემპბელი 1975-81 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საკუთარ ალმა-მატერში და ვანკუვერის კოლეჯში, კითხულობდა ლექციების კურსს პოლიტიკური მეცნიერების დარგში, 1985-86 წლებში მუშაობდა პროვინციის პრემიერის ოფისის უფროსად. როგორც პროგრესულ-კონსერვატიული პარტიის წევრი, იგი 1986 წელს არჩეული იქნა ბრიტანეთის კოლუმბიის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატად, ხოლო ორი წლის შემდეგ - ფედერალური პარლამენტის თემთა პალატის წევრად. 1989 წელს კიმ კემპბელი დაინიშნა ჩრდილოეთის ტერიტორიების განვითარების და ინდიელთა საქმეების სახელმწიფო მინისტრად. მომდევნო სამი წლის განმავლობაში იგი იუსტიციის მინისტრად მუშაობდა ბრაიან მალრონის კაბინეტში, 1993 წლის იანვარში კი დაიკავა თავდაცვის და ვეტერანთა საქმეების მინისტრის პოსტი.

თებერვალში პრემიერმა მალრონიმ გამოაცხადა საკუთარი განზრახვის შესახებ ივნისში თანამდებობასთან დატოვებასთან დაკავშირებით. ვაკანტური პოსტის დასაკავებლად გამართულ შიდაპარტიულ არჩევნებში ეროვნულ ყრილობაზე გაიმარჯვა კიმ კემპბელმა. ქვეყნის ისტორიაში პირველად 1993 წლის 25 ივნისს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ქალს ერგო.[2]

მთავრობის მეთაურმა კაბინეტის რეორგანიზაცია მოახდინა. სამინისტროების რაოდენობა 35-დან 23-მდე შემცირდა. რამდენადაც კემპბელის ზეობა წინასაარჩევნო პერიოდს და ზაფხულის არდადეგებს დაემთხვა, მას არ მოუხდა პრემიერის რანგში დეპუტატების წინაშე წარდგენა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ცხარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს უპირატესობა თავდაპირველად კონსერვატორებს ჰქონდათ, თუმცა თანდათან ამომრჩეველთა სიმპათია ლიბერალებისკენ გადაიხარა. პრემიერი თავს იკავებდა კონკრეტული საუბრისგან საზოგადოებისთვის ყველაზე აქტუალურ თემებზე - გადასახადებზე, დასაქმებასა და სოციალურ პროგრამებზე. აგრეთვე, მან უარი თქვა დისტანცირებაზე საკუთარი წინამორბედის პოლიტიკური პროგრამისგან, რომელიც შეუსრულებელი აღმოჩნდა სახელმწიფო ვალის და უმუშევრობის შემცირების კუთხით. საბოლოოდ, 25 ოქტომბრის არჩევნებზე პროგრესულ-კონსერვატიულმა პარტიამ მანამდე არნახულად მძიმე მარცხი განიცადა - მან მხოლოდ ორი დეპუტატის გაყვანა შესძლო მაშინ, როცა წინა მოწვევის პარლამენტში 154 წევრი ჰყავდა. თავად პრემიერმა ვანკუვერის ოლქში ინდივიდუალური მარცხი განიცადა და იძულებული გახდა, თანამდებობასთან ერთად პარტიის რიგებიც დაეტოვებინა.[3] ხელისუფლებაში ლიბერალური პარტია მოვიდა ჟან კრეტიენის მეთაურობით.

1996 წლის აგვისტოში კემპბელი დაინიშნა კანადის გენერალურ კონსულად ლოს-ანჯელესში, სადაც ოთხი წლის მანძილზე მუშაობდა.[4]

პრემიერად ყოფნისას მან ვერ მოასწრო რაიმე მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა, თუმცა ხანმოკლე პოლიტიკური კარიერის მიუხედავად, ავტორიტეტი შეინარჩუნა: ასწავლიდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის სასწავლებელში, 11 უნივერსიტეტისგან და კოლეჯისგან დოქტორის საპატიო წოდება მიიღო, იყო ყოფილი პრეზიდენტებით და პრემიერ-მინისტრებით დაკომპლექტებული "მადრიდის კლუბის" გენერალური მდივანი და ვეტერან ქალ პოლიტიკოსთა ორგანიზაციის "მსოფლიოს ქალთა ფორუმის" პრეზიდენტი. იგი 2014-18 წწ. ალბერტას უნივერსიტეტში მოღვაწეობდა.[5] კიმ კემპბელი იმ იშვიათ გამონაკლის პირებს მიეკუთვნება, ვინც ხელისუფლების სამივე შტოში მოღვაწეობდა.

როგორც მიწვეული სტუმარი, იგი სიტყვით გამოდის აუდიტორიის წინაშე საერთაშორისო პოლიტიკის, დემოკრატიზაციის, კლიმატის ცვლილების თუ სქესთაშორისი თანასწორობის საკითხებზე.

წიგნის ავტორი

რედაქტირება

Time and Chance: The Political Memoirs of Canada’s First Woman Prime Minister (1996)

The Little Blonde Book of Kim Campbell (1993)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კიმ_კემპბელი“-დან