ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კიმ ბოდნია (დ. 12 აპრილი, 1965, კოპენჰაგენი, დანია) — დანიელი მსახიობი, მწერალი და რეჟისორი. იგი ფართო მასშტაბით ცნობილი გახდა სკანდინავიის კრიმინალურ დრამატულ სერიალში „ხიდი>“-ს პოლიციური დეტექტივის მარტინ როდეს როლით . ის ასევე ცნობილია ნიკოლას ვინდინგ რეფნის სარეჟისორო დებიუტში Pusher- ში მთავარი როლის შესრულებით .

კიმ ბოდნია
დაბადების თარიღი 12 აპრილი, 1965 (1965-04-12) (59 წლის)
კოპენჰაგენი, დანია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1985 – დღემდე
მეუღლე(ები) ლოტე ანდერსენი (განქორწინებული) რიკე ლუიზა ანდერსონი
შვილ(ებ)ი 4

2009 წელს ბოდნიამ მოიგო 62-ე ცერემონიაზე ბოდილის პრემია[1] მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის საუკეთესო მსახიობი კაცისთვის , ხოლო 2014 წელს მან მოიგო მონტე-კარლოს სატელევიზიო ფესტივალის პრემია დრამატული სერიალისთვის. 2018 წელს ის კონსტანტინის როლში იყო BBC America -ს ჯაშუშურ თრილერ სერიალში ევას მკვლელობისას[2], რისთვისაც იგი იყო ნომინირებული ბრიტანეთის აკადემიის სატელევიზიო ჯილდოზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ბოდნია დაიბადა კოპენჰაგენში 1965 წლის 12 აპრილს და გაიზარდა ესპერგორდეში . ის ებრაული ოჯახიდან არის, პოლონური და რუსული წარმოშობით. 2014 წელს მან თავი მოიხსენია როგორც "ნახევრად რუსი, ნახევრად პოლონელი და მთლიანად ებრაელი"[3].  2011 წელს კითხვაზე, იყო თუ არა რელიგია მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტი, მან თქვა: "არა, მაგრამ მე მჯერა მისი".

ბოდნიამ აღიარა, რომ ის ბავშვობაში განსაკუთრებით კარგი სტუდენტი არ ყოფილა და თავის თავს „ჯამბაზს“ უწოდებდა, რომელსაც სწავლის სურვილი არ ჰქონდა. მისი მთავარი ინტერესი იყო მძლეოსნობა, განსაკუთრებით 100 მეტრის სიგრძეზე ხტომა , რომელშიც ის ზელანდიის ახალგაზრდული ჩემპიონი იყო რამდენიმე წლის განმავლობაში.  მას სურდა ფეხბურთის მეკარე გამხდარიყო , მაგრამ ფეხის ტრავმამ ხელი შეუშალა მას ამ კარიერაში.

როგორც სტუდენტი Espergærde Ungdomsskole-ში , ბოდნია შეუერთდა თეატრალურ ჯგუფს, ისინი ძირითადად ასრულებდნენ კომიკური როლებს. როდესაც ის 16 წლის იყო, დედამ შესთავაზა, მას განაცხადი შეეტანა დანიის თეატრისა და თანამედროვე ცეკვის ეროვნულ სკოლაში. თავიდან ის ჩიჭრა, მაგრამ მას მეორე მცდელობაში გაუმართლა.

მას ჰქონდა თავის ფილმში დებიუტი En Afgrund af frihed (1989) სადაც მან ითამაშა მეორეხარისხოვანი როლი[4]. 1991 წელს სწავლის დასრულების შემდეგ მისი ერთ-ერთი პირველი როლი იყო პატრიკ ბეიტმენი ამერიკელი ფსიქოპატის სცენაზე[5]. ბოდნიას პირველი მთავარი როლი ფილმში იყო ბულდოზერი (1993), რეჟისორი მარია სიდალი.

წარმატებული იყო მისი გამოჩენა ფილმებში საშინლად ბედნიერი (2008),  და ლას სპანგ ოლსენის სამ ფილმში: ჩინეთში ისინი ძაღლებს ჭამენ (1999) და მისი გაგრძელება მოხული კაცი ახალ მანქანაში (2002), ასევე Den Gode Strømer- ში. (2004). ბოდნია ასევე გამოჩნდა რამდენიმე ნორვეგიულ ფილმში, მათ შორის Himmelfall (2002), Monstertorsdag (2004) და Tomme Tønner(2010).

ბოდნია გახდა ცნობილი საერთაშორისო სატელევიზიო როლებით. მან თავისი პირველი გამოჩენა ისტორიულ მინი სერიაში Snapphanar 2006 წელს, The Killing (2007), Hvor fanden er Herning?

2009 წელს მან მიიღო 62-ე ბოდილის პრემია მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის საუკეთესო მსახიობი კაცისთვის .  2014 წელს მან მოიგო მონტე-კარლოს სატელევიზიო ფესტივალის პრემია დრამატული სერიალისთვის.

ბოდნია დანიელი დეტექტივის მარტინ როდეს როლს ასრულებდა სკანდინავიური ნოარის კრიმინალური სატელევიზიო პროგრამა The Bridge- ის ( Broen | Bron ) პირველ ორ სერიაში (2011 წ. დღემდე). ამჟამად ის მონაწილეობს სერიალში ევას მკვლელობისას,

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 62nd_Bodil_Awards62nd Bodil Awards. www.wikizero.com. (25 დეკემბერი, 2020)
  2. Killing Eve’s Kim Bodnia: ‘Villanelle is like one of my daughters’. jewishnews.timesofisrael.com. (25 დეკემბერი, 2020)
  3. The Bridge's Kim Bodnia: 'Darkness, misery, evil – we do them best'. www.theguardian.com. (25 დეკემბერი, 2020)
  4. Kim Bodnia. www.filmweb.no. (25 დეკემბერი, 2020)
  5. Vejen til skuespillet. www.information.dk. (25 დეკემბერი, 2020)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კიმ_ბოდნია“-დან