კილი (ვულკანი)
კილი (ნიდერლ. The Quill) — სტრატოვულკანი კუნძულ სინტ-ესტატიუსზე, ნიდერლანდების ანტილის კუნძულებზე. სიმაღლე 601 მ. სახელი მომდინარეობს ნიდერლანდური — „kuil“-სგან, რაც „ორმოს“ ან „ხვრელს“ ნიშნავს. 1998 წელს ვულკანის ფერდობები და ახლომდებარე ტერიტორია შევიდა ეროვნული პარკის შემადგენლობაში, რომელიც იმყოფება სინტ-ესტატიუსის ეროვნული პარკების ფონდის ადმინისტრირებაში. წარმოიქმნა დაახლოებით 22-33 ათასი წლის წინ. იმთავითვე გადაიქცა აქტიურ ვულკანად. ამჟამად ვულკანის კრატერი შემოსილია ტროპიკული ტყით (Cyatheales, Begonia, Ficus, Bromeliaceae და სხვა).
კილი | |
---|---|
კოორდინატები: 17°28′40″ ჩ. გ. 62°57′35″ დ. გ. / 17.47778° ჩ. გ. 62.95972° დ. გ. | |
ქვეყანა | ნიდერლანდები |
სიმაღლე | 601 მ |
ბოლო ამოფრქვევა | 250 წ. ± 150 წ. |