კილიკიის სამინიატიურო სკოლა
კილიკიის სამინიატიურო სკოლა, სომხური მინიატიურის ერთ-ერთი სკოლა (XII-XIV საუკუნის II ნახევარი), რომელიც ჩამოყალიბდა კილიკიის სომხეთის სახელმწიფოში. კილიკიის სამინიატიურო სკოლის სტილი შეიქმნა ძირითადად სწომხური მინიტიურის ტრადიციების, აგრეთვე იმდროინდელი ბიზანტიური და დასავლეთ ევროპული ფერწერია გავლენის საფუძველზე. კილიკიის სამინიატიურო სკოლის მთავარი ცენტრები რომკლის, გრნერისა და დრაზარკის მონასტრებში იყო. ხელნაწერების გაფორმების მთავარი ელემენტებია: კამარების მორთულობა, თავსართები, აგრეთვე სიუჟეტური ილუსტრაციები. კილიკიის სამინიატიურო სკოლის აყვავების პერიოდის (XIII საუკუნის II ნახევარი) თვალსაჩინო წარმომადგენელია თოღოს როსლინი. XIV საუკუნიდან კილიკიის სამინიატიურო სკოლაში თავი იჩინა დაცემის ნიშნებმა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 515.