კილენე (თანამგზავრი)

კილენე (ძვ. ბერძნ. Κυλλήνη), იუპიტერ XLVIII, S/2003 J 13 — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის პასიფაეს ჯგუფში.

აღმოჩენა

რედაქტირება

იგი აღმოაჩინეს ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა სკოტ შეპარდის ხელმძღვანელობით 2003 წლის 8 თებერვალს და მიიღო დროებითი აღნიშვნა S/2003 J 13.[1][2] 2003 წლის 30 მარტს ოფიციალურად მიენიჭა სახელი კილენე, ერთ-ერთი ნიმფის პატივსაცემად ბერძნული მითოლოგიიდან.[3]

თანამგზავრი იუპიტერის გარშემო ბრუნავს საშუალოდ 24 349 000 კილომეტრის მანძილზე 737.8 დღეში. რეტროგრადულ ორბიტას ექსცენტრიულობით 0.319 აქვს 149.3° დახრილობა ეკლიპტიკისკენ (140° ეკვატორის მიმართ). არის პასიფეს ჯგუფის ნაწილი.

ფიზიკური მახასიათებლები

რედაქტირება

კილენის დიამეტრი დაახლოებით 2 კმ-ია. სიმკვრივე შეფასებულია 2.6 გ/სმ³-ზე. სავარაუდოდ შედგება სილიკატური ქანებისგან. ზედაპირი ძალიან ბნელია, ალბედო არის 0.04. მაგნიტუდა 23.2m.

  1. IAUC 8116: Satellites of Jupiter and Saturn. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-05-05. 11 апреля 2003 (Открытие)
  2. MPEC 2003-G09: S/2003 J 13 დაარქივებული სექტემბერი 6, 2008 საიტზე Wayback Machine 2 апреля 2003 (Открытие и эфемериды)
  3. IAUC 8502: Satellites of Jupiter. ციტირების თარიღი: 2009-09-29. 30 марта 2005 (Присвоение имени спутнику)