კილა
კილა, კომბოსტოს კილა — კომბოსტოს დაავადება. გამომწვევია Plasmodiophora brassicae, რომელიც აავადებს კომბოსტოსებრთა სხვა წარმომადგენლებსაც.[1] დაზიანებული მცენარეების ფესვებზე უჯრედთა ჰიპერტროფიის შედეგად ყალიბდება კორძები, რომლებიც ბლოკავს ფესვის მიერ წყლის და მინერალური ნივთიერებების შეთვისების პროცესს.[2] მიმდინარეობს ჰიპერპლაზია. მცენარე ვარდება ნიადაგიდან. დაავადებას ხელს უწყობს მჟავე, თიხიანი ნიადაგები.[1]
მოზრდილ მცენარეებზე კორძები შედარებით ადვილი შესამჩნევია, ხოლო ჩითილებზე მათი შემჩნევა რთულია. დაავადების შედეგად მცენარის მიწის ზედა ნაწილის გარეგნული სახე თითქმის არ იცვლება. ხშირად დაავადების აღმოჩენა მხოლოდ ფესვთა სისტემის დათვალიერების შედეგად არის შესაძლებელი. ამავე დროს, ადრეული და ძლიერი დაზიანების შემთხვევაში დაავადებულ მცენარეებს ახასიათებს ზრდაში ჩამორჩენა, შეინიშნება ფოთლების გაყვითლებაც. დაავადებული ჩითილი შემდგომი წარმოებისათვის უვარგისია, რადგან ცუდად ფესვიანდება და ვერ ვითარდება.[2]
ბრძოლის საშუალებები: კულტურათა მონაცვლეობა, ნიადაგის pH-ის კომბოსტოსათვის ოპტიმალური მაჩვენებლების შენარჩუნება, ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ, დაზიანებული მცენარეების მოცილება და განადგურება, შესაბამისი ქიმიური წამლობების განხორციელება,[2] ნიადაგების მოკირიანება და დეზინფექცია.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მინდვრისა და ბოსტნეული კულტურების დაცვა გვ. 23. agriedu.ge. ციტირების თარიღი: 18 აგვისტო, 2020.
- ↑ 2.0 2.1 2.2 კელენჯერიძე, ნ.; ხეთერელი, ა.. ყვავილოვანი კომბოსტოს წარმოების აგროტექნოლოგია. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. gfa.org.ge (2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-14. ციტირების თარიღი: 18 აგვისტო, 2020.