კიკინის დარბაზი (რუს. Кикины палаты) — ერთ-ერთი უძველესი შენობა სანქტ-პეტერბურგში, სტავროპოლის ქუჩაზე. მშენებლობა 1714 წელს, ალექსანდრე კიკინის დაკვეთით დაიწყო, თუმცა მისი თავდაპირველი პროექტის ავტორი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით მიჩნეულია, რომ პროექტის ავტორია ანდრეას შლიუტერი.[1] ეს არის ჩვენს ეპოქამდე შემორჩენილი ერთადერთი სახლი, რომელიც ეკუთვნოდა ალექსანდრე კიკინს.

კიკინის დარბაზი
Кикины палаты
კოორდინატები 59°56′59″N 30°23′12″E / 59.949689° ჩ. გ. 30.3867° ა. გ. / 59.949689; 30.3867
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი ალექსანდრე შტაუბერტი, ირინა ბენუა
სტილი ბაროკო
თარიღდება 1714-1720
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810690000

ისტორია რედაქტირება

ალექსანდრე კიკინმა სასახლის დასრულება ვერ შეძლო, რადგან მას 1718 წელს ჩამოართვეს კუთვნილი შენობა, შემდგომში ჩამორთმეული ქონება გადაეცა სამეფო ხელისუფლებას. გარკვეული დროის განმავლობაში შენობაში განთავსებული იყო სამეფო ბიბლიოთეკა და მეცნიერებათა აკადემიის კაბინეტი, მოგვიანებით კი შენობაში კუნსტკამერა განთავსდა.[2] თავდაპირველად შენობა, ორიგინალურ ორსართულიან რეზიდენციას წარმოადგენდა, თუმცა შემდგომში იგი გაფართოვდა და მას 1720-იან წლებში დაემატა მესამე სართული.[1]

1733 წლის შემდეგ, კიკინის დარბაზი დაიკავა მეფის დაცვის სამსახურმა და აქვე აშენდა მათთვის განკუთვნილი საავადმყოფოც. 1829 წელს შენობა არქიტექტორ ალექსანდრე შტაუბერტის მიერ გადაკეთდა.[1]

ლენინგრადის ბლოკადის დროს შენობა საგრძნობლად დაზიანდა. 1952-1956 წლებში შენობა კვლავ აღადგინეს, ბენუების ცნობილი ოჯახის წარმომადგენელმა არქიტექტორმა — ირინა ბენუამ. მან დაუბრუნა შენობას თავდაპირველი ბაროკოს სტილის ხასიათი. შენობის რესტავრაციის დროს აღდგა სახლის ფასადები და შეიცვალა შიდა ინტერიერი.

დღეისათვის შენობაში განთავსებულია მუსიკალური სკოლა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Петров А. Н. Палаты Кикина // Архитектурное наследство. — Л.; М., 1953. — С. 141—147.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-16. ციტირების თარიღი: 2019-01-17.
  2. Eugene Schuyler. Peter the Great; Part II. ISBN 978-1-4179-7143-5. გვ. 541.