კიევის წმინდა ანდრიას ტაძარი

კიევის წმინდა ანდრიას საკათედრო ტაძარი (უკრ. Андрiївська церква) — ბაროკოს სტილის ტაძარი კიევში. აგებულია 1747-1754 წლებში იმპერატორის არქიტექტორის ‎ბართოლომეო რასტრელის პროექტით. ტაძარი შემაღლებულ ბორცვზე (ანდრიივსკა ჰორა) დგას და გადაჰყურებს ისოტორიულ პოდილის უბანს.

წმ. ანდრიას ტაძარი.

ტაძარი ააგეს რუსი და უკრაინელი ხელოსნების ჯგუფებმა ივანე მიჩურინის ხელმძღვანელობით, რომელიც იმხანად მოსკოვის მთავარი არქიტექტორი იყო. შენობამ ამ ადგილზე შეცვალა ძველი ამაღლების ეკლესია ქალთა ბაზრის მოედანზე. ლეგენდის თანახმად წმინდა ანდრია მოციქულმა ჯვარი აღმართა და დიდი ქრისტიანული ქალაქის დაფუძნება იქადაგა სწორედ ამ ადგილას, რომელიც იმ დროს თითო-ოროლა მოსახლესა და სახნავ-სათესებს ეჭირა.

1968 წლიდან ეკლესია მუზეუმად აქციეს. დროგამოშვებით აქ ტარდება უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის ლიტურგიები.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება