კიბელე
(გადამისამართდა გვერდიდან კიბელა)
კიბელე (ძვ. ბერძნ. Κυβέλη, ლათ. Cybele) — წარმოშობით ძველი ფრიგიული ღვთაება, დიდი დედა, მიწიერ არსთა მშობელი, ბუნების ამყვავებელი, განმანაყოფიერებლი და ამაღორძინებელი. მისი კულტი დიდად იყო გავრცელებული მცირე აზიაში და ადრევე შეერწყა ბერძნული ღმერთქალის, რეას კულტს.
მითი
რედაქტირებაიდუმალებით მოცული ძველი ფრიგიული ქალღმერთი მთის მწვერვალებზე ცხოვრობდა და დააქროლებდა ძვირფას ეტლს, რომელშიაც შებმული ჰყავდა ლომები და ჯიქები. მას შეუყვარდა ჭაბუკი ატისი, ატისმა კი მოკვდავი ქალი ამჯობინა. განრისხებული კიბელე ქორწილში გამოჩნდა და ყველა გააგიჟა. გადარეული ატისი მთაში გაიქცა და თავი მოიკლა. მისი მოსაგონებელი დღესასწაულები კი ისევ კიბელემ დააწესა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Lotte (1997). The Faces of the Goddess. New YorkMotz: Oxford University Press US. ISBN 0-19-508967-7.
- Munn, Mark, "Kybele as Kubaba in a Lydo-Phrygian Context" დაარქივებული 2010-05-16 საიტზე Wayback Machine. : Emory University cross-cultural conference "Hittites, Greeks and Their Neighbors in Central Anatolia", 2004 (Abstracts)
- Roller, Lynn Emrich (1999). In Search of God the Mother: The Cult of Anatolian Cybele. Berkeley and Los Angeles, California: University of California Press. ISBN 0-520-21024-7.
- Vassileva, Maya (2001). „Further considerations on the cult of Kybele“. Anatolian Studies. British Institute at Ankara. 51, 2001: 51. doi:10.2307/3643027. JSTOR 3643027.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: